უკან
პარასკევი | 20 აპრილი. 2012
მიმდინარე პროექტების სერია: მონაცემებზე დაყრდნობილი ადვოკატურა: Grassroots-ის პერსპექტივა
ავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ 2012 წლის გაზაფხულის მიმდინარე პროექტების რიგით მეთორმეტე  სერიას!  
ერიკ ბარეტი,  JumpStart საქართველო, “მონაცემებზე დაყრდნობილი ადვოკატურა: Grassroots-ის პერსპექტივა“

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველოზანდუკელის ქ.16, საკოფერენციო ოთახი
ოთხშაბათი, 2012 წლის 18 აპრილი, 18:15 სთ ****
ორგანიზაცია JumpStart საქართველო დაარსდა ქალაქ თბილისში 2009 წლის ოქტომბერში იმ მიზნით, რომ საზოგადოებრივი ორგანიზატორებისა და მოხალისეების ქსელის  საშუალებით შეიქმნას  ყველასათვის ხელმისაწვდომი  ციფრული რუკები. JumpStart საქართველო დაარსდა JumpStart ინტერნაციონალის დაფინანსების, ტექნიკური, ადმინისტრაციული და ფინანსური მენეჯმენტის შედეგად. თუმცა, JS საქართველომ რუკების შექმნის გარდა სხვა ინიციატივებიც წამოიწყო, როგორიცაა  ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება, გაუმჯობესებული კომუნიკაცია და მოქალაქეთა აქტივობის ზრდა ჩვენს ყოველდღიურობაში.  ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს მიზნებსა და ფასეულობებში და თავს არ ვზოგავთ იმისათვის, რომ ჩვენი ღირებულებები სხვებმაც გაიზიარონ.მიმდინარე პროექტების დისკუსიის განმავლობაში,  ჩვენ შევეცდებით თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ სირთულეებზე, რომელსაც ტექნიკური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაცია აწყდება, როდესაც ცდილობს გააუმჯობესოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მონაცემთა მიწოდება. ჩვენი პრეზენტაცია არ იქნება აკადემიური სტილის. იგი მოგითხრობთ ჩვენს გამოცდილებასა და მომავალ მიზნებზე. 
ერიკ ბარეტი ტეხასის ქალაქ ჰიუსტონიდან არის. მან ბოსტონის უნივერსტეტში რუსული ლიტერატურა შეისწავლა. ამასთანავე,
ერიკი გამოცდილი ტექნიკოსია და მხარს უჭერს პროგრამული უზრუნველყობის თავისუფალ გავრცელებას. ის თბილისში 2005 წლიდან ცხოვრობს და ამჟამად JumpStart საქართველოს დირექტორია. JumpStart საქართველო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიის გამოყენებით ფაქტებზე დაყრდნობილი სწავლების  გაუმჯობესებას საქართველოში. 
**********
„მიმდინარე პროექტების სერია“ (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16. ) „მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS. „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა. 
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org