უკან
ოთხშაბათი | 24 აპრილი. 2013
NDI-ს 2013 წლის მარტის გამოკითხვის შედეგები საჯარო გახდა
NDI-ს გამოკითხვის ბოლო ტალღა, რომელიც CRRC-იმ ჩაატარა, ორ ნაწილად გამოქვეყნდა. პრეზენტაციები ჩატარდა 15 და 22 აპრილს ქორთიარდ მარიოტში. CRRC-იმ გამოკითხვის ბოლო ტალღა 2013 წლის 13-27 მარტს ჩაატარა, რის შედეგადაც სულ 3,103 სრული ინტერვიუ შეგროვდა და გაანალიზდა. გამოკითხვის შერჩევა წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით და მოიცავს  ქართულად მოლაპარაკე მოსახლეობას დედაქალაქში, ქალაქებსა და სოფლებში. გამოკითხვის ცდომილების ზღვარია +/- 2.5%. ზემოთაღნიშნული კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო სააგენტო (Sida-ს) მიერ. 

პირველი ნაწილი დაეთმო საზოგადოებრივი აზრის საკვლევ კითხვებს, რომელშიც შედის სოციალური პოლიტიკა, აქტუალური საკითხები, საგარეო ურთიერთობები, მედია და დემოგრაფიული მონაცემები. მეორე ნაწილში წარმოადგენილია პოლიტიკური რეიტინგები სადაც შედის კითხვები პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასების, აქტუალური საკითხების, პარტიების მხარდაჭერის და მომავალი არჩევნების შესახებ. მარტის გამოკითხვამ აჩვენა, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას კითხვების უმრავლესობაში პირველი ადგილი უჭირავს. 

გამოკითხვამ საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია და მას აქტიურად აშუქებდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო მედია საშუალებები. ქვემოთ მოცემულია ბმულები NDI-ს გამოკითხვის შედეგებით. 


თანდართული ფაილები:

NDI-Poll-March-2013_ENG.pdf

NDI-Poll-PoliticalRatings-March2013_ENG.pdf

NDI-Georgia-March-2013-survey-Political_GEO_vf-small.pdf