უკან
ორშაბათი | 15 მაისი. 2017
NDI-მ და CRRC-საქართველომ მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გააცნეს
12 და 15 მაისს, 2017, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს. კვლევაში წარმოდგენილი მიგნებები ქვეყნის მიმართულებასთან, მიმდინარე მოვლენებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, საზოგადოებას NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა - ლორა თორნტონმა და CRRC-საქართველოს დირექტორმა - კობა თურმანიძემ გააცნეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,7 პროცენტი. 

კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ www.ndi.org/georgia-polls

მონაცემები შეგიძლიათ გააანალიზოთ CRRC-საქართველოს მონაცემთა ონლაინ ანალიზის (ODA) პლატფორმის საშუალებით: http://caucasusbarometer.org/en/na2017ge/codebook/


NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.