უკან
ოთხშაბათი | 29 ივნისი. 2011
მიმდინარე პროექტების სერია: „საქართველო: ვირტუალური დემოკრატიისკენ?“ - სტეფან ჯონსი
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) და ამერიკული საბჭოები წარმოგიდენთ 2011 წლის გაზაფხულის მიმდინარე პროექტების რიგით 21-ე სერიას:
პროფესორი სტეფან ფ. ჯონსი, Mount Holyoke-ის კოლეჯი „საქართველო:  ვირტუალური დემოკრატიისკენ?“
პროფესორი სტეფან ფ. ჯონსი რუსეთისა და კავკასიის რეგიონის სპეციალისტი და მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, ამავე დროს ქართულის თავისუფლად მოსაუბრეა. იგი ამჟამად წერს წიგნს „საქართველო და ბრძოლა სტაბილურობისათვის 1989-2005“. მისი სიტყვა შეეხება თანამედროვე საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესებს.
თარიღი:
 22 ივნისი, 2011 დრო: 6:15სთ – 7:30სთ ადგილი: ზანდუკელის ქ. 16, ISET-ის შენობა, საკონფერენციო დარბაზი
*********
,,მიმდინარე პროექტების სერია” (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში,  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16). ,,მიმდინარე პროექტების სერიას” ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS. ,,მიმდინარე პროექტების სერიის” მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა.
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი ,,მიმდინარე პროექტების სერიის” ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org.