უკან
ხუთშაბათი | 19 მაისი. 2011
მიმდინარე პროექტების სერია: ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და სამოქალაქო საზოგადოება
ამერიკის საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების მე-16-ე სერიას: ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. პრეზენტაციას გაუძღვება – თაის რომენსი, K.U. Leuven -ის უნივერსიტეტი. 18 მაისს საუბარი ფოკუსირებული იქნება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის საქართველოს მიმართ პოლიტიკის შესახებ. საქართველოში მიმდინარე კვლევის საფუძველზე განიხილება თუ რამდენად პასუხობენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის პოლიტიკას და რამდენად ჰპოვებს გამოხმაურებას ევროპა და ევროინტეგრაცია ქართულ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში. თაის რომენსი არის სადოქტორი ხარისხის კანდიდატი K.U. Leuven -ის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტში.
თარიღი
: 18 მაისი, 2011წ დრო: 18:15სთ-დან 19:30სთ-მდე ადგილი: საკონფერენციო დარბაზი, ზანდუკელის 16, ISET -ის შენობა, თბილისი, საქართველო