უკან
ორშაბათი | 03 სექტემბერი. 2012
ევრო-ატლანტიკური დისკურსი და სიმბოლიზმი საქართველოში
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ 2012 წლის მიმდინარე პროექტების სერიის საშემოდგომო სეზონის  პირველ სესიას!  
ფრედერიკ კოენე, გენტის უნივერსიტეტის (ბელგია) PhD სტუდენტი

„ევრო-ატლანტიკური დისკურსის და სიმბოლიზმის როლი საქართველოში“
ორშაბათი, 3 სექტემბერი,  2012, 18:15ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველოზანდუკელის ქ.16, საკოფერენციო დარბაზი
საქართველოს მთავრობა საკუთარ საშინაო რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკას ევრო-ატლანტიკური ორიენტაციის შესაბამისად წარმართავს. კანონმდებლობა იქმნება „ევროპული სტანდარტების“ შესაბამისად და ხშირად სცდება კიდეც მათ, ევროპული დროშები ფრიალებს ყველა სამთავრობო შენობის თავზე ქართული დროშის გვერდით, ოპოზიცია წარმოდგენილია პრო-რუსულ ძალად, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ მისწრაფებებთან და ა.შ. კვლევა ფოკუსირდება სამ განსხვავებულ ასპექტზე: პირველ რიგში, ის ყურადღებას ამახვილებს „ევროპასა“ და ქართულ ეროვნულ იდენტობას შორის კავშირზე; შემდეგ, ის აანალიზებს თუ როგორ არის ეს დისკურსი და სიმბოლიზმი გამოყენებული მმართველი ელიტისა და ოპოზიციის ლეგიტიმურობის მართვის სტრატეგიებში. და ბოლოს, მას მოჰყავს არგუმენტები, თუ როგორ შეესაბამება ეს დისკურსი დასავლური მფარველობის საფუძვლის შექმნას. 
ფრედერიკ კოენეს, გენტის უნივერსიტეტის (ბელგია) PhD სტუდენტს გააჩნია კავკასიაზე მუშაობის ათ წელზე მეტი გამოცდილება. ის ცხოვრობდა და მუშაობდა რეგიონის სხვადასხვა ადგილას, და მისი წიგნი The Caucasus – An Introduction გამოიცა 2009 წელს Routledge -ის მიერ.  ამჟამად ის ასევე დასაქმებულია ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურის ცენტრალური აზიის განყოფილებაში. 
„მიმდინარე პროექტების სერია“ (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16. )„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა. გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org