უკან
პარასკევი | 04 ივნისი. 2021
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრები მწუხარებით იუწყება ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის პრეზიდენტის, ვართან გრეგორიანის გარდაცვალების შესახებ
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) შექმნის იდეა ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის პრეზიდენტს ვართან გრეგორიანს ეკუთვნის. მისი ხედვით, საჭირო იყო ორგანიზაციათა ქსელი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარდაჭერას აღმოუჩენდა აკადემიურ წრეებსა და ექსპერტებს. კარნეგის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, კვლევითი ცენტრები დაარსდა სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, რაც კორპორაციის უფრო დიდი ძალისხმევისა და პროექტის ნაწილი იყო, გრძელვადიანი პროფესიული მხარდაჭრა აღმოეჩინა აკადემიური წრეებისა და ექსპერტებისთვის პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრები ეკონომისტების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, საჯარო პოლიტიკის შემქმნელებისა თუ ჟურნალისტებისთვის შეუცვლელ რესურსად იქცა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში.

ვართან გრეგორიანი 2021 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა. მწუხარებით ვიუწყებით ამის შესახებ და ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას გამოვხატავთ მის მიმართ მისი ხედვის, მუდმივი მხარდაჭერისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების ჩამოყალიბებაში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო.

ფოტო აღებულია ავრორას ჯილდოს ვებგვერდიდან.