1 000 000 დიაგრამა მონაცემთა ონლაინ ანალიზის პროგრამის გამოყენებით

CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის პროგრამის მეშვეობით 1 000 000 დიაგრამა უკვე გაკეთდა. 2013 წლის 27 თებერვლიდან მოყოლებული დღეში საშუალოდ 1 126 დიაგრამა იგება.

CRRC-საქართველომ შექმნა მონაცემთა ონლაინ ანალიზის პროგრამა Online Data Analysis (ODA), რის საშუალებითაც ადვილად ხელმისაწვდომი გახდა კვლევის შედეგები. ODA-ს გამოყენების დროს აღარ არის საჭირო ისეთი სტატისტიკური პროგრამების გამოყენება, როგორიც არის SPSS და STATA.

გაზიარება