თამარ უზუნაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის მაგისტრია. ხოლო ბაკალავრის ხხარისხი მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. CRRC-ში მოსვლამდე გავლილი აქვს GIPA-სა და სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის ერთობლივი სასერთიფიკატო პროგრამა საჯარო პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით. უმუშავია პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაზე.
უნივერსიტეტის კურსების ფარგლებში შესრულებული აქვს სხვადასხვა კვლევა, ძირითადად თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. გარდა ამისა, მას ACT Georgia-ს მუნიციპალური სერვისებით კმაყოფილების კვლევის ფარგლებში სიღრმისეული ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების ჩატარების გამოცდილება აქვს.
მისი ძირითადი კვლევითი ინტერესი უკავშირდება განათლების პოლიტიკასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს.