ელექტრონული ჟურნალის – კავკასიის ანალიტიკური მიმოხილვის უახლესი ნომერი CRRC-ის 2015 წლის კავკასიის ბარომეტრს ეთმობა

კავკასიის ანალიტიკური მიმოხილვის“ (CAD) 85-ე ნომრის მთავარი თემა CRRC-ის 2015 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის შედეგებია. ნომერში გაეცნობით სტატიებს შემდეგ თემებზე:

  • საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება გამოკითხვებისადმი;
  • საქართველოს მთავრობის საქმიანობის შეფასება მოსახლეობის მთავრობისადმი ნდობის გათვალისწინებით;
  • ვის სურს ემიგრაცია საქართველოდან;
  • საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება იმიგრანტებისადმი.



CRRC-ის „კავკასიის ბარომეტრი“ 2015 წლის შემოდგომაზე ჩაატარა საქართველოსა და სომხეთში. გამოკითხვის მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე.

„კავკასიის ანალიტიკური მიმოხილვა“ არის ყოველთვიური ინტერნეტ გამოცემა, რომელიც განიხილავს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. ჟურნალი ქვეყნდება კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან, ბრემენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის მცოდნეობის კვლევით ცენტრთან, შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში არსებული უსაფრთხოების კვლევების ცენტრთან (CSS), და აღმოსავლეთ ევროპის მცოდნეობის გერმანულ ასოციაციასთან (DGO) თანამშრომლობით.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები