დიალოგი საჯარო პოლიტიკების, მიგრაციასა და განვითარებას შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებებზე

2016 წლის 13-14 ოქტომბერს, განვითარების ცენტრმა (OECD) და ევროპულმა კომისიამ გამართეს კონფერენცია „საჯარო პოლიტიკების, მიგრაციასა და განვითარებას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულებების“ შესახებ პარიზში, საფრანგეთში.

CRRC-საქართველოს კვლევების დირექტორი, ქალბატონი თინა ზურაბიშვილი, დაესწრო აღნიშნულ კონფერენციას კვლევითი ინსტიტუტის სახელით, რომელმაც საჯარო პოლიტიკების, მიგრაციასა და განვითარებას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულებები შეისწავლა ეროვნულ დონეზე. აღნიშნულმა შედარებითი კვლევის პროექტმა 10 ქვეყანა მოიცვა, რომელმაც საერთაშორისო მიგრაციასა და ეკონომიკურ განვითარება შორის ურთიერთობები შეისწავლა გამგზავნ საზოგადოებებში. კვლევაში ჩართულ სხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ: სომხეთი, ბურკინა ფასო, კამბოჯა, კოსტა რიკა, კოტ დ’ივუარი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ჰაიტი, მაროკო და ფილიპინები. პროექტი მიზნად ისახავს, გაიგოს, თუ როგორ მოქმედებს საერთაშორისო მიგრაცია არამიგრაციასთან დაკავშირებულ საჯარო პოლიტიკებზე და, თავისმხრივ, როგორ მოქმედებს ისინი მიგრაციაზე. კვლევა პოლიტიკის შემქმნელებს აწვდის მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს მიგრაცია კონკრეტულ სექტორებზე – შრომითი ბაზარი, სოფლის მეურნეობა, განათლება, ინვესტიცია და ფინანსური რესურსები, სოციალური დაცვა და ჯანმრთელობა – და, პირიქით, როგორ მოქმედებს სექტორული პოლიტიკები მიგრაციაზე. ანგარიში მიგრაციის ციკლის ოთხ დონეს მოიცავს: ემიგრაცია, ფულადი გზავნილები, დაბრუნება და იმიგრაცია.

ბატონი ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს მართლმსაჯულების მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე ესწრებოდა მიგრაციისა და განვითარების შესახებ მაღალი დონის პანელს, სადაც პანელის მონაწილეებმა გააზაირეს თავიანთი მოლოდინები პოლიტიკის შესახებ და იმსჯელეს საუკეთესო პრაქტიკებზე, რომლებსაც განვითარებაზე მიგრაციის დადებით გავლენას მოხდენა შეუძლია. სხვა წევრებს შორის იყვნენ საზღვარგარეთ მცხოვრები მოროკოელთა და მიგრაციის საკითხების მინისტრი, კამბოჯას შინაგან საქმეთა მინისტრი, კოტ დ’ივუარის დაგეგმვისა და განვითარების მინისტრი, დომინიკელთა რესპუბლიკის ეკონომიკის, დაგეგმვისა და განვითარების ვიცე-მინისტრი და ბურკინას ფასოს ელჩი საფრანგეთში.

ემპირიული კვლევის შედეგები ამტკიცებს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაცია გამგზავნი და მიმღები ქვეყნის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, უმეტესობა სახელმწიფო ჯერ კიდევ არ სარგებლობს მისი სრული პოტენციალით. ერთი ახსნის მიხედვით, პოლიტიკის შემქმნელები საკმარის ყურადღებას არ უთმობენ მიგრაციას პოლიტიკის სფეროებში. იმისთვის, რათა მიგრაციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს განვითარებაზე, გამგზავნმა და მიმღებმა სახელმწიფოებმა პოლიტიკის მეტად თანმიმდევრული დღის წესრიგი უნდა შეიმუშავონ, რათა მიგრაციის უკეთესი ინკორპორირება მოხდეს განვითარების სტრატეგიებში, გაუმჯობესდეს კოორდინაციის მექანიზმები და გაძლიერდეს საერთაშორისო თანამშრომლობა. ეს ღონისძიება მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს მიგნებებისა და პროექტის პოლიტიკის რეკომენდაციების გაზიარებისა და განხილვისთვის. ის ასევე წარმოადგენდა მაღალი დონის პლატფორმას პოლიტიკის შემქმნელებსა და აკადემიური სფეროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მულტილატერალური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის დიალოგისთვის.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები