CRRC-ის მეხუთე ყოველწლიური მეთოდოლოგიური კონფერენცია გაიმართა 2017 წლის 23 და 24 ივნისს თბილისში. წელს კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკის ანალიზზე სამხრეთ კავკასიაში და მეთოდოლოგიური ინოვაციების ძიებაზე. 50-ზე მეტი მონაწილე დაესწრო კონფერენციას, რომლებიც წარმოადგენენ ინსტიტუტებს აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთსა და კანადაში.
ალექსის დაიმონდმა კეკის სამაგისტრო ინსტიტუტიდან (KGI), სან-ფრანცისკო, სიტყვით მიმართა კონფერენციას სათაურით: “მიზანმიმართული იგნორირება: ძალიან სწრაფად მიღებული ცოდნის საშიშროება”. საუბარი შეეხო შეფასების საკითხთა ფართო სპექტრს, თუმცა აქცენტი გაკეთდა სწორად შეფასების მნიშვნელობაზე.
კონფერენციის პირველ დღეს შედგა ოთხი სესია, სადაც მოხსენებები წარმოადგინეს მრავალფეროვან საკითხებზე დაწყებული პოლარიზაციისა და უთანასწორობის გეოგრაფიებიდან თბილისში, მარშრუტკას უსაფრთხოებაზე ჩატარებული საველე ექსპერიმენტებითა და სომხეთში საგადასახადო ცნობიერების შესასწავლად გამოყენებული მანქანური სწავლების მიდგომით დასრულებული.
კონფერენციის მეორე დღე ვორქშოფებს დაეთმო. ალექსეი ლევინსონი ლევადა ცენტრიდან, მოსკოვიდან, უძღვებოდა სემინარს ღია ჯგუფური დისკუსიების შესახებ და აარონ ერლიხი მაკგილის უნივერსიტეტიდან განიხილავდა მრავალჯერადი იმპუტაციის საფუძვლებს. კონფერენცია ასევე მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვებგამოკითხვებისა და სინთეტიკური კონტროლის შესახებ.
აარონ ერლიხი განიხილავს რატომ და როდის უნდა გამოიყენონ მრავალჯერადი იმპუტაცია.
კონფერენციის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.