Passport GMID (Global Market Information Database) არის მსოფლიო ბაზრის შესახებ მონაცემთა ბაზა და ანალიზის პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს და სხვადასხვა ანგარიშს მრეწველობასა და მომხმარებელთა შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში.Passport GMID-ის მომწოდებელია ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია და გამომცემელი Euromonitor International, რომელიც გვთავაზობს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსების, კულტურისა და განათლების კვლევას და ანალიზს 30–მდე ინდიკატორის მიხედვით. კომპანია არა მხოლოდ პირველად მონაცემებს აქვეყნებს, არამედ აწარმოებს მათ დეტალურ ანალიზს, რაშიც სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები არიან ჩართულნი.მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია 4-დან 18 ივნისამდე.Passport GMID -ის მომხმარებელს შეუძლია ნახოს მოკლე ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ინფორმაციის გამოყენება. დააკლიკეთ ლინკს, შემდეგ “Help” და “Help Videos”.http://www.portal.euromonitor.com
CRRC შესაძლებლობას გაძლევთ უფასოდ გამოიყენოთ Passport GMID
გაზიარება