CRRC-საქართველომ 2013 წლის ოქტომბერში პირველად ჩაატარა გამოკითხვა კომპიუტერების გამოყენებით მთელი ქვეყნის მასშტაბით. კვლევა ჩატარდა ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო’-ს დაკვეთით და სულ გამოიკითხა 1,918 რესპონდენტი. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობისთვის, გარდა ეთნიკური უმცირესობებისა და კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები მოსახლეობისა.
გამოკითხის ძირითად თემები ეხება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევას, შემოტანილი მედიკამენტების მიმართ დამოკიდებულებას, მასმედიასა და პოლიტიკას, პარლამენტისა და თვითმმართველობის მიმართ დამოკიდებულებას, ასევე კორუფციის აღქმას. გამოკითხვის შედეგები უკვე გაანალიზებულია, ხოლო მონაცემთა ნაწილი წარმოდგენილია ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო’-ს ბლოგებში: http://transparency.ge/en/blog/how-much-corruption-there-georgia http://transparency.ge/en/blog/ti-georgia-poll-results-two-out-three-adults-receive-spam-sms