CRRC-საქართველომ 16 ივნისიდან 16 ივლისამდე პერიოდისთვის მედიამონიტორინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა!
CRRC-საქართველო წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს 16 ივნისიდან 16 ივლისამდე პერიოდისთვის. 2013 წლის მაისში CRRC-საქართველომ UNDP/EU-ს მიერ დაფინანსებული მედიამონიტორინგის ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც 2013 წლის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ არსებულ სიახლეებს დააკვირდება სატელევიზიო სივრცეში. პროექტი 2013 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. CRRC მონიტორინგს უწევს სიახლეების საღამოს გამოშვებებს საქართველოს ყველაზე მეტად ყურებად და სანდო სატელევიზო არხებზე პოლიტიკური პარტიების, სამთვრობო და საპრეზიდენტო ღონისძიებების, პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების, ჟურნალისური სტანდარტებისა და ეთიკის საკითხების გაშუქების შესახებ. მონიტორინგი განხორციელდება შემდეგ ტელეარხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი „პირველი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „მე-9 არხი“ და „აჭარა ტვ“. როგორც 16 ივნისიდან 16 ივლისამდე პერიოდის საღამოს სიახლეების გამოშვებების საარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები აჩვენებს, არხები ჯერ კიდევ არ გადასულან წინასაარჩევნო რეჟიმზე, თუმცა ისინი საღამოს სიახლეების მთავარ პროგრამებში უკვე საუბრობენ საპრეზიდენტო კანდიდატურებზე. ორი მთავარი პოლიტიკური პარტია, მთავრობა, პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი, ჯერ კიდევ რჩებიან ხუთ ყველაზე ხშირად გაშუქებულ სუბიექტებს შორის.
ანგარიში ქართულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ როგორც ქვემოთ მიმაგრებულ ფაილად, ასევე შემდეგ მისამართზე: www.mediamonitor.ge.
მიმაგრებული ფაილი(ები):
CRRC_MM_Report_16_June-16_July_2013.pdf