CRRC-საქართველომ სოციალური სამართლიანობის ცენტრთან პარტნიორობით ახალი კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) სოციალური სამართლიანობის ცენტრთან პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში “ხელისუფლების მხრიდან წამოსული ანტიდასავლური ნარატივების გავრცელება “ფეისბუქში” – სოციალური მედიის ანალიზი”.

კვლევის ანგარიში CRRC-საქართველოს უფროსმა მკვლევარმა, მარიამ კობალაძემ გააცნო საზოგადოებას.

ანგარიში სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ივნისამდე ანტიდასავლურ ნარატივებსა და მათ გავრცელებას იკვლევს. კვლევის პირველ ეტაპზე გაანალიზდა ხელისუფლების ლიდერებისა და პარლამენტის წევრების 2022 წლის ივნისიდან ერთი წლის განმავლობაში გაკეთებული გამოსვლები თუ წერილობითი განცხადებები, რის შედეგადაც განისაზღვრა ანტიდასავლური განწყობის შემცველი ნარატივები და გამოიყო საკვანძო სიტყვები. საკვანძო სიტყვების მეშვეობით შეირჩა „ფეისბუქ“ პოსტები, საერთო ჯამში, 6,280 პოსტი, რომლის პირველადი ანალიზის შედეგად რელევანტურად ჩაითვალა 2,243 პოსტი. ეს უკანასკნელი საფუძვლიანად გაანალიზდა.

ფოტოები აღებულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ფეისბუქის გვერდიდან.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები