CRRC-ის მე-9 ყოველწლიური კონფერენცია
თემა: ახალი ზღვარი: სამხრეთ კავკასია ახალი გამოწვევების წინაშე
თარიღი: 22-23 ივნისი, 2023
მოკლე აღწერა:
რუსეთის გაუმართლებელმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და დემოგრაფიული სიტუაცია შეცვალა. ომმა გეოპოლიტიკურ კუთვნილებასთან დაკავშირებით რეგიონში არსებული დისკუსიები გააძლიერა. სომხეთსა და საქართველოში ასობით ათასი მიგრანტის შემოსვლამ ამ ქვეყნების მყიფე ეკონომიკა ახალი გამოწვევებისა და პოტენციური შესაძლებლობების წინაშე დააყენა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღემდე დაძაბული ურთიერთობის ფონზე რეგიონში კიდევ ერთი პოტენციურად ტურბულენტური წელი დაიწყო.
ამ გამოწვევების გათვალისწინებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) მკვლევრებს მე-9 ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. კონფერენციას მეთოდოლოგიური ფოკუსი აქვს და მოიცავს შემდეგ თემებს:
- კონფლიქტები, გადაადგილება და შერიგება;
- პოლიტიკა, ძალაუფლება და დემოკრატია;
- კულტურა, ღირებულებები და იდენტობა;
- ეკონომიკური განვითარება, დიგიტალიზაცია და ენერგეტიკა;
- ადამიანთა მიგრაცია და გადაადგილება;
- ურბანული და გარემოსდაცვითი საკითხები;
- სამოქალაქო საზოგადოება და აქტივიზმი;
კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე მასზე პანელის ორგანიზება. მივესალმებით მონაწილეებს, ვინც ნებისმიერი ემპირიული მონაცემების გამოყენებას გეგმავს, თუმცა, განსაკუთრებით მათ, ვინც „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემებს გააანალიზებს.
კონფერენციის სტრუქტურა
აღნიშნული კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში, თბილისში და ონლაინ. კონფერენცია გადაიცემა პირდაპირ ეთერში CRRC-საქართველოს YouTube და Facebook არხების საშუალებით.
კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.
როგორ უნდა გამოგვიგზავნოთ განაცხადი?
2023 წლის 13 აპრილამდე შეავსეთ ფორმა, რომელიც მოიცავს პირველად განაცხადს, მათ შორის ვრცელ აბსტრაქტს (მაქს. 500 სიტყვა) და CV-ს. CRRC შერჩეულ კანდიდატებს ელ.ფოსტის საშუალებით დავუკავშირდებით. საბოლოო შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მაისის შუა რიცხვებში მიიღებთ.
თუკი პანელის შემოთავაზება გსურთ, გთხოვთ, პანელის სათაური, აბსტრაქტი და პანელის პოტენციური მონაწილეების სია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე: applications@crrccenters.org და n.edilashvili@crrccenters.org.
მნიშვნელოვანი თარიღები:
პირველადი განაცხადის წარდგენა (ვრცელი აბსტრაქტი და CV) – 2023 წლის 13 აპრილი
კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურება – 2023 წლის 19 მაისი
კონფერენციის დღის წესრიგი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია აქ.
კონფერენციაში მონაწილეთა ბიოგრაფია და მოხსენების მოკლე აღწერა იხილეთ აქ.
ვიდეოჩანაწერები ხელმისაწვდომია CRRC-საქართველოს YouTube გვერდზე:
კონფერენციის დღე 1:
სესია A1: ღირებულებები, მობილიზაცია და აქტივიზმი სამხრეთ კავკასიაში.
სესია A2: ღირებულებების გაზომვა სამხრეთ კავკასიაში.
სესია B1: მიგრაციის მახასიათებლები სამხრეთ კავკასიაში.
სესია B2: მშვიდობა, უსაფრთხოება და დემოკრატია სამხრეთ კავკასიაში.
კონფერენციის დღე 2:
სესია C: New Economic Geographies of the South Caucasusსამხრეთ კავკასიის ახალი ეკონომიკური გეოგრაფიები.
სესია D: ერთობათაშორისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში.
Keynote მოხსენება: საბჭოთა ერის მშენევლობის გადააზრება სამხრეთ კავკასიაში: ახალი ჩარჩოები, ახალი მემკვიდრეობები.
მეთოდების უორქშოფი: Photovoice-ის მეშვეობით კვლევის საგნების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში.
CRRC-ის შესახებ
CRRC-საქართველო არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი მონაცემების ხელმისაწვდომობას საზოგადოებრივი სიკეთისთვის. ორგანიზაციის მისიაა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიის ხელშეწყობა სანდო, უახლესი და ხელმისაწვდომი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გზით. მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდებს: https://crrc.ge/, https://caucasusbarometer.org.
“კავკასიის ბარომეტრის” შესახებ
„კავკასიის ბარომეტრი“ არის რეგულარული ეროვნული გამოკითხვა, რომელსაც CRRC ატარებს. 2004 წლიდან CRRC-იმ გამოკითხა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები 50,000-ზე მეტი მოქალაქე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების, ღირებულებების, რწმენისა და პოლიტიკური დამოკიდებულების შესახებ. 2015 წლიდან „კავკასიის ბარომეტრი“ მხოლოდ სომხეთსა და საქართველოში ტარდება. კვლევის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის და მონაცემთა ბაზაზე წვდომისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://caucasusbarometer.org.