18 აგვისტოდან 18 სექტემბერის ჩათვლით ყველა არხზე (აჭარის ტელევიზიის გარდა) საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში აქტიურად შუქდებოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატები და მათი კამპანიები. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერცერთ არხზე დათმობილი დროის მიხედვით კანდიდატები პირველ ხუთეულში ვერ მოხვდნენ. დათმობილი დროის მიხედვით, ყველა არხზე, პირველ ხუთეულში მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ქართული ცონება იყვნენ.
