
სოციალური კაპიტალი ადამიანებს და ადამიანების ჯგუფებს შორის კავშირების ქსელი და ამ ქსელებთან დაკავშირებული ორმხრივი ნდობაა. ის აადვილებს ადამიანებს შორის კომუნიკაციას და თანამშრომლობას და ხელმისაწვდომს ხდის რესურსებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში მიუწვდომელი იქნებოდა. შესაბამისად, სოციალური კაპიტალი მნიშვნელოვანია სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. 2019 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურული და კოგნიტური სოციალური კაპიტალის, განსაკუთრებით კოგნიტური სოციალური კაპიტალის, დონე საქართველოში გარკვეულწილად დაბალია, ამ ორს შორის კავშირი ძლიერია და იმაზე ძლიერი, ვიდრე თითოეულის კავშირი სხვა ფაქტორებთან.