შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის პირველი პოსტი.
რა ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან პირობად კარგი სამსახურის საშოვნელად ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ საქართველოში ასეთ პირობად ყველაზე ხშირად ნაცნობობა (30%) და განათლება (28%) სახელდება.