ეროვნული გამოცდების შედეგები თვალსაჩინოდ აღწერს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის უმნიშვნელოვანეს პრობლემას – ხარისხიანი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის რეგიონულ უთანასწორობას.
ერთიანი ეროვნული გამოცდები
ჩვენი წინა პოსტი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულების რეგიონულ განაწილებას აღწერდა. ამ ნაწილში კი განვიხილავთ აბიტურიენტის სქესსა და რეგისტრაციის ადგილს იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლება საკონკურსო ქულები დასახელებული ცვლადების მიხედვით.