საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ის, ვინც პასიურად ცხოვრობს. მაგრამ ასევე საინტერესოა, არის თუ არა რეგულარულად მოვარჯიშე უფრო ბედნიერიც? ბრისტოლის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, ზოგადად უფრო ბედნიერები არიან, უკეთ მუშაობენ და ნაკლებად განიცდიან სტრესს.