CRRC-საქართველოს სამუშაო შეხვედრა საჯარო პოლიტიკაზე

2016 წლის 16-დან 19 მარტის ჩათვლით, CRRC-საქართველოს თანამშრომლები დაესწრნენ სამუშაო შეხვედრას თემაზე “როგორ დავწეროთ საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი”, რომელიც CRRC-საქართველოს ოფისში ჩატარდა. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი რობერტ ტემპლერი, რომელიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაბეშტი, უნგრეთი) რამდენიმე კურსს კითხულობს ამ განხრით.

სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემები მოიცავდა საქართველოში საჯარო პოლიტიკის გარემოს შეფასებას, პოლიტიკის პრობლემების იდენტიფიცირებას და უშუალოდ საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის შედგენის და წერის პროცედურების განხილვას.

რობერტ ტემპლერი ბოლო 20 წლის განმავლობაში მუშაობს ამ საკითხებზე, მის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები