ანგარიში | ანტიდასავლური რიტორიკა „ფეისბუქში“: 2024 წლის 29 ნოემბრიდან 2025 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდში

წელი: 2025

ავტორები: მარიამ კობალაძე, უფროსი მკვლევარი; სალომე დოლიძე, მკვლევარი; ქრისტინე ჯინჭველეიშვილი, უმცროსი მკვლევარი

კვლევა აანალიზებს Facebook-ზე გავრცელებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების პოზიტიურ წარმოჩენას და ოპოზიციისა თუ დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ნაშრომი აჩვენებს, რომ პროპაგანდა ეყრდნობა არა აშკარა სიცრუეს, არამედ დახვეწილ მანიპულაციებს – კონტექსტის დამახინჯებას, ემოციურ იარლიყებსა და ხელოვნური ინტელექტით შექმნილ დამცინავ კონტენტს, რაც განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისების დროს აქტიურდება.

ნაშრომი ეფუძნება 16 შერჩეული Facebook გვერდისა და ჯგუფის ერთწლიან სისტემურ მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც სიღრმისეულად გაანალიზდა 4,017 პოსტი. კვლევა მოიცავს ქართულენოვან, აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან სეგმენტებს, სადაც პოსტები რაოდენობრივი და თვისებრივი კონტენტ-ანალიზის მეშვეობით დახარისხდა თემების, აქტორებისა და მანიპულაციის ტექნიკების მიხედვით.

ანგარიში მომზადდა პროექტის „ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ჩართულობის გზით“ ფარგლებში, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები