სტატია | რა ღირებულებები აქვთ ახალგაზრდებს და რით განსხვავდება ისინი უფროსი თაობის ღირებულებებისგან საქართველოში?

ავტორი: თამარ ხოშტარია

წელი: 2017

სტატია ახალგაზრდების (18-დან 25 წლამდე) ძირითად ფასეულობებს განიხილავს და აანალიზებს, თუ რამდენად განსხვავდება ისინი უფროსი თაობის ღირებულებებისგან საქართველოში.

კვლევა რაოდენობრივი (World Values ​​Survey [WVS])-ის მეორადი ანალიზი) და თვისებრივი (40 სიღრმისეული ინტერვიუ) კვლევის მეთოდებს იყენებს, რათა გაანალიზდეს ძირითადი ღირებულებები, აღქმები და დამოკიდებულებები, ისევე როგორც სხვადასხვა უმცირესობების ჯგუფების მიმართ ტოლერანტობა საქართველოში.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში „რწმენა და ღირებულებები: კვლევები რელიგიაში და განათლებაში“.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები