ევროკავშირის კვლევის ანგარიში 2015: ძირითადი ტენდენციები და რეკომენდაციები

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდნა წარადგინა 2015 წლის კვლევის ანგარიში “ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის” შესახებ თბილისში.

კვლევის ოთხი ტალღა ჩატარდა EPF-ის ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში 2009, 2011, 2013 და 2015 წლებში და მონაცემები გვაწვდის ინფორმაციას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მოსაზრებების, დამოკიდებულებებისა და ცოდნის დინამიკის შესახებ. გამოკითხვები ჩატარდა CRRC-საქართველოს მიერ და მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია CRRC-ის ონლაინ ანალიზის პლატფორმაზე.

ანგარიშში განხილული 2015 წლის კვლევის ძირითადი შედეგები მოიცავს:

1.საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ 2013 წელთან შედარებით, იმათ წილი, ვინც ხმას მისცემდა ევროკავშირში ინტეგრაციას, ხვალ რეფერენდუმის გამართვის შემთხვევაში, 78%-დან 61%-მდე დაეცა;

2.ქართულ საზოგადოებაში გაიზარდა შიში იმისა, რომ ევროკავშირი ზიანს მიაყენებს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. როგორც ჩანს, ამ შიშმა ხელი შეუწყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობის შემცირებას;

3.როგორც 2013 წელს მოხდა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ყველაზე ნაკლებად იცნობენ ევროკავშირს და მის საქმიანობას საქართველოში, თუმცა 2013 წლის შემდეგ მათი ცოდნის შთამბეჭდავი ზრდა შეინიშნება. მეორე მხრივ, დედაქალაქის მაცხოვრებლები არიან ძალიან ინფორმირებული ევროკავშირის შესახებ;

4.მოსახლეობას მიაჩნია, რომ საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები უფრო მეტ სარგებელს იღებენ საქართველოსთვის გაწეული ევროკავშირის დახმარებით, ვიდრე ჩვეულებრივი ხალხი, და ძალიან ცოტამ იცის ევროკავშირის ფართო საზოგადოებისთვის დახმარების შესახებ.

5.საქართველოს მოსახლეობის ნდობა სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ მცირდება. მოსახლეობა ყველაზე ნაკლებ ნდობას გამოხატავს იმ სოციალური ინსტიტუტების მიმართ, რომლებსაც, პოტენციურად, შეუძლიათ უზრუნველყონ საზოგადოების დემოკრატიული განვითარება – როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები, მედია და ადგილობრივი ხელისუფლება.

კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგების საფუძველზე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამოაქვეყნა შემდეგი რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, აკადემიური დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.

რეკომენდებულია:

1.რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ტრადიციულ მედიაში (უპირველეს ყოვლისა, ტელევიზიით) და არა ინტერნეტში, რომელიც ხშირად მიუწვდომელია სოფლის შორეულ დასახლებებში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების მცდელობების შემსუბუქებას – უნდა შენარჩუნდეს ონლაინ რესურსები, როგორც ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო, მაგრამ უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა მოსახლეობის იმ სეგმენტების ინფორმირებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ ინტერნეტით. აქტორებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა ევროკავშირის, მისი მიზნებისა და როლის შესახებ მეტი საინფორმაციო და საგანმანათლებლო სატელევიზიო გადაცემების წარმოებისთვის. ინფორმაცია უნდა მომზადდეს არა მარტო ქართულ, არამედ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

2.ევროკავშირის დახმარების ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტები საჯარო ხელმისაწვდომობა, რითაც საზოგადოება გაეცნობა მისი რეალური ბენეფიციარების მრავალფეროვანი პროფილის შესახებ. ჟურნალისტებს შეუძლიათ მოამზადონ რეპორტაჟები და/ან გადაცემები, რომლებიც მოგვითხრობენ ჩვეულებრივი ადამიანების – ფერმერების, სტუდენტების, ექთნების და ა.შ. პირად ისტორიებს, განსაკუთრებით ევროკავშირის დახმარების როლზე მათ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია გაშუქდეს ბენეფიციარების ისტორიები სხვადასხვა სექტორში, მაგალითად – განათლება, ჯანდაცვა, სამოქალაქო ჩართულობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

3.რომ საფუძვლიანად შეისწავლონ შიშის მიზეზები იმისა, რომ ევროკავშირი ემუქრება ქართულ კულტურას და ტრადიციებს, რათა გავიგოთ ამ შიშის ბუნება და მიზეზები, რამაც ხელი შეუწყო მის გაძლიერებას 2013 წლიდან. აქტორებმა უნდა მოძებნონ შიშის განმუხტვის ან აღმოფხვრის გზები. მათ უნდა შეძლონ იმის გაგება, თუ რას ხედავს ხალხი კონკრეტულად „ქართულ ტრადიციად“, რომელი მათგანს რა საფრთხე ემუქრება, მათი აზრით, და ა.შ. – ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ ამ მიმართულებით.

4.გაძლიერებულია ძალისხმევა ქვეყანაში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, რათა გაიზარდოს მოსახლეობის ნდობა ამ ინსტიტუტების მიმართ. ამ მიმართულებით ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს მოსახლეობის უნდობლობის მიზეზების საფუძვლიანი შესწავლა.

ანგარიში ხელმისაწვდომია აქ. მომდევნო კვირის განმავლობაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ბლოგ პოსტებს, რომლებიც ხაზს უსვამს ანგარიშის ზოგიერთ მთავარ მიგნებას.
გაზიარება

მსგავსი სიახლეები