2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ტელევიზიის მონიტორინგი – ძირითადი მიგნებები

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2013 წლის გაზაფხულის სეზონის მეცხრე სესიას!

მარიამ კობალაძე (CRRC)

„პოლიტიკური სუბიექტების გაშუქება საინფორმაციო გამოშვებებში: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ტელევიზიის მონიტორინგი – ძირითადი მიგნებები“
ოთხშაბათი, 3 აპრილი, 2013 – 6:15

ISET/CRRC, ზანდუკელის ქ. 16, თბილისი

პრეზენტაცია განიხილავს პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებას საინფორმაციო გამოშვებებში სატელევიზიო არხებზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ და წარადგენს სატელევიზიო მედიის პოლარიზაციის ამსახველ მონაცემებს. პრეზენტაცია ეყრდნობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ 7-თვიან პროექტს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქშოუების მონიტორინგი 7 სატელევიზიო არხზე (საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი, რუსთავი 2, იმედი, კავკასია, მაესტრო, მე-9 არხი, რეალ ტვ) 2012 წლის 11 მაისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში.

ავტორის შესახებ: მარიამ კობალაძე CRRC-ის მკვლევარია. იგი 2010 წლიდან მუშაობს მედიის მონიტორინგის მიმართულებით.
***
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა. გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.

თანდართული ფაილები:

გაზიარება

მსგავსი სიახლეები