მიმდინარე კვლევების პრეზენტაციები

"მიმდინარე კვლევების პრეზენტაცია" არის აკადემიური დისკუსიების სერია, რომელიც CRRC-საქართველოს ოფისში ტარდება (მის.: რ. ჩხიკვაძის 1). ღონისძიებების ორგანიზატორები არიან კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისათვის, და კვლევის ამერიკული ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში (ARISC). ყველა შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. 

"მიმდინარე კვლევების პრეზენტაციის" მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიებსა და მსჯელობებს მიმდინარე აკადემიური პროექტების შესახებ, რომლებიც კავკასიის რეგიონს ეხება. 

თუ გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი მიმდინარე კვლევების ერთ-ერთ შეხვედრაზე, გამოგვიგზავნეთ ი-მეილი მისამართზე: mariam.kobaladze@crrccenters.org

მიმდინარე სამუშაოები: ესაუბრეთ ხალხს: რა გავლენა აქვს საარჩევნო კამპანიებს ამომრჩეველთა მხარდაჭერაზე საქართველოში

ორშაბათი | 12 თებერვალი , 2018
ოთხშაბათს, 14 თებერვალს, 18:30 საათზე CRRC-საქართველოს დირექტორი კობა თურმანიძე წარადგენს თავის ნაშრომს "ესაუბრეთ ხალხს: რა გავლენა აქვს საარჩევნო კამპანიებს ამომრჩეველთა მხარდაჭერაზე საქართველოში". ეს მიმდინარე კვლევების პრეზენტაციების სერიის მესამე პრეზენტაციაა 2018 წელს. გამოკითხვებზე დაყრდნობით კობა თურმანიძე ისაუბრებს, თუ რა გავლენა აქვს პირისპირ კომუნიკაციას პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის არჩევნებამდე პარტიის მიმართ მხარდაჭერაზე, ყოველ შემთხვევაში ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მაინც.
ვრცლად

მიმდინარე სამუშაოები: The SCOPUS diaries and the (il)logics of academic survival. A short guide to design your own strategy and survive bibliometrics, conferences and unreal expectations in academia

ორშაბათი | 22 იანვარი , 2018
This Wednesday, on January 24, 2018 at 18:30, CRRC, ARISC and American Councils are opening the Spring/Summer 2018 Works-in-Progress series with the first talk by Abel Polese from the Dublin City University, "The SCOPUS diaries and the (il)logics of academic survival. A short guide to design your own strategy and survive bibliometrics, conferences and unreal expectations in academia".
ვრცლად

მიმდინარე სამუშაოები: The Transcaucasian Socialist Federative Soviet Republic as an Object of Neglect

ოთხშაბათი | 13 დეკემბერი , 2017
On Wednesday, December 13, 18:30 at the CRRC-Georgia Office, Dr. Stephan Rindlisbacher from the University of Bern will give a talk about his work in progress "The Transcaucasian Socialist Federative Soviet Republic as an Object of Neglect". Stephan Rindlisbacher is currently working in Moscow, Kiev and Tbilisi in order to explore the territorialisation processes in the early Soviet State. He holds a PhD in History and has published a book on the revolutionary movement in late Tsarist Russia.
ვრცლად

მიმდინარე სამუშაოები: დე ფაქტო სახელმწიფოები და მათი პატრონები: თეორიის ჩამოყალიბება

სამშაბათი | 21 ნოემბერი , 2017
ოთხშაბათს, 22 ნოემბერს, 18:30 საათზე CRRC-საქართველოს ოფისში, პოლიტიკური და კულტურული გეოგრაფიის დოქტორი ვინსენს კოპეჩეკი ჩეხეთის ოსტრავას უნივერსიტეტიდან წარადგენს თავის ნაშრომს თემაზე: "დე ფაქტო სახელმწიფოები და მათი პატრონები: თეორიის ჩამოყალიბება".

ტერმინებს, როგორებიცაა ოკუპაცია, მარიონეტი სახელმწიფო, პროტექცია და ა.შ. ხშირად იყენებენ დე ფაქტო სახელმწიფოებისა და მათი პატრონების ურთიერთობის აღწერისას. თუმცა, ეს ტერმინები უფრო პოლიტიკურია, ვიდრე აკადემიური და უმეტესად დავის მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას გამოხატავს. რეალურად, აკადემიური ლიტერატურა ნაწილობრივ უგულებელყოფს ურთიერთობას ცალკეულ დე ფაქტო სახელმწიფოებსა და მათ პატრონებს შორის. მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე ნაშრომი, რასაც შეიძლება, დაეყრდნო. მაგალითად, ბრუბაკერის მიერ ჩამოყალიბებული "დედობილი" სახელმწიფოს ცნება, რომელიც შემდგომში კასპერსენმა განავითარა ბალკანეთის რამდენიმე დე ფაქტო სახელმწიფოს მაგალითზე დაყრდნობით. "დედობილი" სახელმწიფოს ჩარევის ცნება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ურთიერთობის გაანალიზების საფუძველია. ამ ურთიერთობას სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, როგორებიცაა, მაგალითად, თურქეთისა და ჩრდილო კვიპროსის ურთიერთობა, სპეციფიური მახასიათებლები აქვს. ესენია: საერთო ეთნო-კულტურული ჩარჩო, ერთმანეთში აღრეული პოლიტიკური ელიტები და რამდენიმე ფორმალური და ბევრად მეტი არაფორმალური მექანიზმი, რაც ორივე ერთეულს საშუალებას აძლევს, მიაღწიოს პოლიტიკურ გარიგებებს, ასევე მოახდინოს გავლენა ერთმანეთის შიდა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
ვრცლად