მრჩეველთა საბჭო

CRRC-ის საერთაშორისო აკადემიური მრჩეველთა საბჭო (IAAB)

ფუნქციები:

CRRC-ის საერთაშორისო აკადემიური მრჩეველთა საბჭო შედგება საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების ექსპერტებისა და საზოგადოებრივი აზრის ლიდერებისაგან, რომელთაც გააჩნიათ რეპუტაცია და გამოცდილება სამხრეთ კავკასიაში სოციალური მეცნიერების განვითრების სფეროში. საბჭოს წევრები იზიარებენ სოციალური მეცნიერების განვითარებისათვის ხელშეწყობის გამოცდილებას, CRRC-ის მისიას და მის ღირებულებებს. 

CRRC-ის საერთაშორისო აკადემიური მრჩეველთა საბჭოს წევრთა შერჩევის კრიტერიუმებია: სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან დაკავშირებული კვლევების მიმართ ინტერესი, CRRC-ის ძირითად საქმიანობასთან დაკავშრებით რჩევების შემუშავებაში აქტიური ჩართულობის მზაობა და რეგიონში სოციალური მეცნიერების სფეროში კვლევის გაუმჯობესების ხელშეწყობა.


საერთაშორისო აკადემიურ მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებში შედის:

  • CRRC-ის ზოგადი მისიის მხარდაჭერა;
  • CRRC-ის ყოველწლიური პროგრამის და კვლევითი სტრატეგიების განხილვა;
  • საკუთარი გამოცდილების, რეპუტაციისა და საერთაშორისო, აკადემიურ ლიდერებთან და ინსტიტუტებთან ფართო კავშირების გამოყენებით, CRRC-ის ხელმძღვანელობის დახმარება, მოიზიდონ წამყვანი ექსპერტები კონკრეტული კვლევითი პროექტების განსახორციელებლად;
  • CRRC-ის ‘კავკასიის ბარომეტრის’ და კვლევის მეთოდების ყოველწლიური რეგიონალური ვორქშოფების ხარისხისა და შედეგების შეფასება;
  • CRRC-ის სამ ცენტრს შორის რეგიონალურ აქტივობებთან დაკავშირებული შეუფერხებელი თანამშრომლობის უზრნველყოფა;
  • შესაძლო დონორებთან დაკავშირებით რჩევების მიცემა და შესაძებლობის შემთხვევაში დაფინანსების მოზიდვის ხელშეწყობა;
  • CRRC-ის ინტერესების გატარება როგორც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. 


წევრები

ანარ აჰმადოვი

ანარ აჰმადოვი არის Oxford-Princeton Global Leaders-ის სტიპენდიანტი და მოღვაწეობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შედარებითი პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის სფეროებს, განსაკუთრებით დაინტერესებულია პოლიტიკური მმართველობის ფორმებით, ენერგო რესურსებით, საერთაშორისო დახმარების საკითხით, და ცენტრალური აზიის, კავკასიის და პოსტ საბჭოთა სხვა ქვეყნებით. მისი მიმდინარე პროექტები ეხება საერთაშორისო ინსტიტუტების როლს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ განვითრებად ქვეყნებში და იკვლევს ეკონომიკური დივერსიფიკაციის პოლიტიკურ დეტერმინანტებს ამ ქვეყნებში.
 
ანარი იყო CRRC-ის დირექტორი აზერბაიჯანში და ასევე, ხელმძღავნელობდა პოლიტიკის ინსტიტუტს და ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლას ხაზარის უნივერსიტეტში, ბაქოში. იგი კითხულობდა ლექციებს საზოგადოებრივი პოლიტიკის ანალიზის, საერთაშორისო ურთიერთობების და კვლევის მეთოდების შესახებ ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში, ხაზარის უნივერსიტეტში, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლაიდენის უნივერსიტეტში. ანარმა ასევე ორგანიზაბა გაუკეთა რამდენიმე განათლებასთან დაკავშრებულ ვორქშოფს, ტრენინგს და სემინარს საზოგადოებრივი პოლიტიკის ანალიზის, ნავთობის პოლიტიკური ეკონომიკის და კონფლიქტის მართვის საკითხებში მთავრობისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ბიზნეს და აკადემიური აუდიტორიისთვის როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

ანარ აჰმადოვმა დაასრულა დოქტორანტურა ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში. მისი თეზისია: ‘პოლიტიკუAრი „რესურსებსი წყევლის“ პირობითი თეორია: ნავთობი, ავტოკრატები და საწყისი პირობები ცენტრალურ ევრაზიასა და მის ფარგლებს გარეთ’.

ტიმოთი ბლაუველტი

დოქტორი ტიმოთი ბლაუველთი 2003 წლიდან ასრულებდა საქართველოში ‘ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის’ (ACTR/ACCELS-ის) დირექტორის მოვალეობას და ასევე ინტენსიურად მუშაობდა და სწავლობდა რუსეთსა და უკრაინაში.

იგი ფლობს პოლიტიკური მეცნიერების დოქტორის ხარისხს ნიუ იორკის ბუფალოს უნივერსიტეტიდან. ასევე არის საბჭოთა და პოსტ საბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორი ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

იყო ფულბრაიტის მოწვეული პროფესორი 2002-2003 წლებში და კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭთა კავშირის პოლიტიკური ისტორიის შესახებ. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია საბჭოთა პოლიტიკის, ეროვნული პოლიტიკის და ეთნიკური მობილიზაციის შესახებ სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში.

ალექსი გუგუშვილი

პოლიტიკური კვლევების მაგისტრი (2006-07) ალექსი გუგუშვილი ამჟამად არის ევროპული უნვიერსიტეტის ინსტიტუტის (იტალია, ფლორენცია) პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი. პროგრამაში ჩართვამდე მან მიიღო ხარისხი ეკონომიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და შემდგომ მუშაობდა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სააგენტოს მთავარ სპეციალისტად. შემდგომ იგი მუშაობდა მუშაობისა და პენსიის დეპარტამენტში ლონდონში, Adam Smith International-ში თბილისში და Task Force for Regional Development-ში საქართველოში.

ალექსი ძირითადად ჩართული იყო სოციოეკონომიკური განვითარების პროგრამების დიზაინში და თბილისში ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) პროექტებში.

ჰანს გუთბროდი

ჰანს გუთბროდი ფლობს დოქტორისა და მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებეში ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან. იგი წარმოშობით გერმანელია. არის ავტორი წიგნისა „პროფესიული კომუნიკაციის სახელმძღვანელო“, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში გამოქვეყნდა. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკურ რეფორმებზე საზოგადოების პასუხის შესწავლა, სოციალური კაპიტალი და სოციალური ერთიანობა.
 
2006 წელს CRRC-ში მოსვლამდე ჰანსი კავკასიის რეგიონში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშობდა. იგი ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ლექტორებს და უმაღლესი განათლების სისტემის თანამშრომლებს უტარებდა ტრენინგს მეთოდებში. 2004-2007 წლებში იგი აქტიურად იყო ჩართული სამხრეთ კავკასიაში სოციალური მეცნიერებების ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამაში, კითხულობდა რამდენიმე სალექციო კურსსა და ატარებდა სემინარებს. ჰანსმა ხელი შეუწყო ლიბერალური ხელოვნების კოლეჯის დაარსებას ბერლინში და ასევე მუშაობდა OSCE-ში როგორც არჩევნების პროცესზე დამკვირვებელი არჩევნებზე. იგი ასწავლიდა და ატარებდა ტრენინგებს რამდენიმე სხვა ინსტიტუტსა და ორგანიზაციაში.

ჰანს გუთბროდი 2004-2007 წლებში თანამშრომლობდა სოციალური მეცნიერებების ცენტრთან. ამჟამად მისი სპეციალიზაცია არის უმაღლესი განათლების საკითხები და მეთოდოლოგიის სწავლება, როგორც აკადემიურ ასევე პროფესიულ სფეროში.

შუშანიკ ჰაკობიანი

შუშანიკ ჰაკობიანი ეკონომიკის დეპარტამენტს შეუერთდა 2011 წლის შემოდგომაზე როგორც მოწვეული ასისტენტ პროფესორი მას შემდეგ რაც დაიცვა დოქტორის ხარისხი ვირჯინიის უნივერსიტეტში. მისი დისერტაცია ეხება აშშ-ს GSP-ეს ეფექტურობას. ეს არის საბაჟო შეღავათების პროგრამა, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისათვის უზრუნველყოფს გადასახადებისაგან გათავისულფებას ექსპორტზე ამერიკაში. გარდა სავაჭრო შეღავათების პროგრამისა, ის ასევე დაინტერესებულია ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზეგავლენით სამუშაო ბაზარზე.
 
მიდლბურის კოლეჯამდე შუშანიკი ასწავლიდა ვირჯინიის უნივერსიტეტში და მიიღო წარჩინების ჯილდო სტუდენტების ხელმძღვანელობისთვის. იგი ასევე მუშაობდა სასწავლო ასისტენტად როგორც ვირჯინიის, ისე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტებში. მის ინტერესის სფერო მოიცავს საერთაშორისო, საჯარო და სავაჭრო პოლიტიკას.

წარმოშობით შუშანიკი არის ერევნიდან, სადაც მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ხოლო მაგისტრის ხარისხი შუშანიკმა მოიპოვა რუსულ და ევრასიულ კვლევებში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან.