CRRC-საქართველომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ჩართულობისთვის.“ პროექტის ფარგლებში 10–12 სექტემბერს CRRC-საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი სოციალური კვლევის მეთოდების შესახებ, რომელშიც 39-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის კონკურსის საფუძველზე შეირჩა 5 მონაწილე, რომლებმაც CRRC-საქართველოს მენტორობის ფარგლებში, მათთვის საინტერესო საკითხებზე, კავკასიის ბარომეტრის მონაცემების გამოყენებით ბლოგები მოამზადეს.