2025

ძალადობისგან დაცვა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ეს უფლება სხვა უფლებების რეალიზების წინაპირობას წარმოადგენს – უსაფრთხოების, ღირსეული ცხოვრების და დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობას. თუმცა, საქართველოში შშმ ქალებისთვის ძალადობისგან თავის დაღწევა კვლავაც რთულ და ხშირად თითქმის შეუძლებელ ამოცანად რჩება. ამის მიზეზი არა მხოლოდ ინდივიდუალური გარემოებები, არამედ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და სახელმწიფოს არაეფექტიანი რეაგირებაა.
2025 წლის ზაფხულში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ხულოელი ქალებისთვის რიგი დაბრკოლებები არსებობს ჯანდაცვის სერვისების მისაღებად. ძირითადი გამოწვევები უკავშირდება იმას, რომ ქალების ნაწილი ექიმთან სხვადასხვა სიმპტომზე საუბარს ერიდება სირცხვილის განცდის გამო. ასევე, ქალებს ეშინიათ საავადმყოფოში მისვლისა და გამოკვლევების ჩატარების. ეს განსაკუთრებით იმ ქალებს ეხება, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში არ მიუღიათ სამედიცინო სერვისი. ამას ემატება დროის უქონლობა საოჯახო საქმეების გამო. კვლევაში ჩართულ რესპონდენტებს არ დაუსახელებიათ კონკრეტული რელიგიური ბარიერები, რის გამოც ექიმთან წასვლას ერიდებიან, თუმცა, მიუთითებენ ეკონომიკურ ბარიერებზე. გარდა ამისა, ხულოელი ქალები, ექიმთან წასვლის ალტერნატივად ხალხური მკურნალობის მეთოდებს ასახელებენ.
კაცების შრომითი ემიგრაცია გლობალურად და საქართველოშიც ხშირად ეკონომიკური სარგებლის ჭრილში განიხილება, თუმცა, ნაკლებად ჩანს ის სოციალური ფასი, რომელსაც ამ პროცესში ქალები იხდიან. განსაკუთრებით ეთნიკურად განსხვავებულ და სოფლად მცხოვრებ თემებში ქალების შრომა, ქმრების ემიგრაციის პირობებში, ხშირად, უხილავი რჩება. ეს ბლოგი აღწერს, თუ როგორ იცვლება ავარელი ქალების ცხოვრება ქმრების ემიგრაციის შედეგად.
ამ ეპიზოდში ჩვენ განვიხილავთ კვლევის – „საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“ (2023) – შედეგებს, რათა გავარკვიოთ, როგორ აფასებს საზოგადოება ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებს. დისკუსია ეხება ქართველთა მკვეთრად პროდასავლურ ორიენტაციას, რუსეთის, როგორც მთავარი საფრთხის აღქმასა და ასევე პოლიტიკურ, თაობათა და გეოგრაფიულ ჯგუფებს შორის არსებულ განსხვავებებს. ეპიზოდში ასევე ვმსჯელობთ, რა კომპრომისების – თუ ასეთი არსებობს – შესაძლოა სჯეროდეს ქართველებს რუსეთთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და როგორ აყალიბებს უკრაინაში ომის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ აზრს. ეპიზოდი გთავაზობთ მონაცემებზე დაფუძნებულ ხედვას იმ ძალებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოების კონტურს ქმნიან.
ამ ეპიზოდში, CRRC-საქართველოს გამოკითხვის მონაცემების საფუძველზე, განვიხილავთ პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში და განვასხვავებთ მის ორ მთავარ ფორმას: აფექტურ პოლარიზაციას (ემოციური დისტანცია პოლიტიკურ ოპონენტებს შორის) და იდეოლოგიურ პოლარიზაციას (უთანხმოებები პოლიტიკასა და ინსტიტუტებზე). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აფექტური პოლარიზაცია შედარებით დაბალია – ხალხი ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერებთან – ქვეყანა მაინც განიცდის მნიშვნელოვან იდეოლოგიურ პოლარიზაციას.
Most Georgians believe it is unlikely the country will become involved in a war, though a significant minority remain unsure. Perceptions of war risk differ across demographic groups and are strongly shaped by political views and media trust.
კვლევა სწავლობს კონსპირაციული თეორიების, როგორც ზოგადად გავრცელებული თეორიების, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ გაზიარებული „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივის, გავლენას საზოგადოებრივ აზრზე და როგორ უწყობს ისინი ხელს ანტიდასავლური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას საქართველოში. ნაშრომში ასევე გაანალიზებულია, თუ როგორ მოქმედებს მედიის მოხმარება, პარტიული იდენტობა და დემოგრაფიული ფაქტორები ამ ნარატივებისადმი მოწყვლადობაზე.
გაიგეთ, რა დამოკიდებულებები აქვთ ქართველებს კლიმატის ცვლილების მიმართ CRRC-საქართველოს 2024 წლის კვლევის – „დამოკიდებულებები კლიმატის ცვლილების მიმართ საქართველოში“ – მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება ეროვნული პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილზე არ დგას, ქართველების 90% მას მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს, ხოლო 80% შეშფოთებულია ამ საკითხით. მონაცემების მიხედვით, საზოგადოება პირად გამოცდილებას ეყრდნობა – მოსახლეობის 75%-ს საკუთარ ადგილობრივ გარემოში შეუნიშნავს ამინდის ცვლილებები – და მხარს ამიტომაც უჭერს კლიმატურ ქმედებებს. საერთაშორისო დონეზე, საქართველო 111 ქვეყნიდან 26-ე ადგილზეა კლიმატის ცვლილების მიმართ მღელვარების მიხედვით, აქედან 56% „განგაშის“ ჯგუფში ხვდება. მიუხედავად მაღალი მღელვარების მაჩვენებლისა, კვლავ არსებობს ცოდნის დეფიციტი როგორც კლიმატის, ისე ეფექტური ინდივიდუალური ნაბიჯების შესახებ საზოგადოებაში.