2018
წინამდებარე ანგარიში სასამართლო სისტემის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნასა და დამოკიდებულებებს სწავლობს.
მსოფლიოში მედიასაშუალებების პოლარიზაციის შედეგად ადამიანები ახალ ამბებს უფრო მეტად იმ წყაროებიდან ეცნობიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება მათ იდეოლოგიურ შეხედულებებს. კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი მედიასაშუალების მოხმარება კიდევ უფრო ამყარებს მაყურებლის შეხედულებებს, რაც აუდიტორიის მეტ პოლარიზაციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ მედიის მკვლევრები ამას ისეთი განსხვავებული კონტექსტის მქონე შემთხვევების მაგალითზე აღწერენ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ლიბანი. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არც ქართული მედიისთვისაა უცხო. 2017 წლის დეკემბერში „CRRC-საქართველოს“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობაც შერჩევითად ენდობა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამება.
CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% აცხადებს, რომ პირადი ვალი აქვს. ზოგადად, ვალის ქონა თავისთავად ცუდი არ არის, რადგანაც მას შეუძლია, ბიძგი მისცეს ადამიანის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. თუმცა, კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ვალს საბაზისო ხარჯების დასაფარად იღებს.
On 13 February, the United States released its Worldwide Threat Assessment of the US Intelligence Community. In it, the significance of Russian influence operations in Georgia were highlighted. Just eight days earlier, on 5 February, a coalition of Georgia’s leading non-governmental organisations…
პირველადი განაცხადების მიღება დაიწყო: CRRC-ის მეთოდების მე-6 ყოველწლიური კონფერენცია – როგორ შეუძლია მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ურბანულ პოლიტიკას ქალაქები ინკლუზიური, სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი გახადოს
რა ფაქტორები უწყობს ხელს კარგი სამსხურის შოვნას? ეს კითხვა მთელ მსოფლიოშია მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი ქვეყნებში, სადაც მაღალი გაცხადებული უმუშევრობაა. სომხეთი და საქართველო ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. იმის გასაგებად, თუ სინამდვილეში რა ეხმარება ადამიანებს კარგი სამსახურის პოვნაში, საჭიროა კონკრეტულ ქვეყნებში შრომითი ბაზრის სიღრმისეული კვლევა. თუმცა, აგრეთვე საინტერესოა ხალხის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის ფარგლებში მოსახლეობას სომხეთსა და საქართველოში ჰკითხეს, თუ რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი კარგი სამსახურის საშოვნელად მათ ქვეყნებში.
ოთხშაბათს, 14 თებერვალს, 18:30 საათზე CRRC-საქართველოს დირექტორი კობა თურმანიძე წარადგენს თავის ნაშრომს “ესაუბრეთ ხალხს: რა გავლენა აქვს საარჩევნო კამპანიებს ამომრჩეველთა მხარდაჭერაზე საქართველოში”. ეს მიმდინარე კვლევების პრეზენტაციების სერიის მესამე პრეზენტაციაა 2018 წელს. გამოკითხვებზე დაყრდნობით კობა თურმანიძე ისაუბრებს, თუ რა გავლენა აქვს პირისპირ კომუნიკაციას პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის არჩევნებამდე პარტიის მიმართ მხარდაჭერაზე, ყოველ შემთხვევაში ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მაინც.