უცნაურია, თუმცა, პანდემიის დროს უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს ჯანმრთელად

ეს სტატია დაიბეჭდა OC Media-თან თანამშრომლობით მათ ონლაინ პლატფორმაზე: Caucasus Data Blog. სტატიის ავტორები არიან: ქრისტინა ვაჭარაძე, CRRC საქართველოს პროგრამების დირექტორი და დასტინ გილბრეტი, CRRC-საქართველოს კვლევების დირექტორის მოადგილე. სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები მხოლოდ ავტორებს ეკუთვნის და არ წარმოადგენს CRRC-საქართველოს ან რომელიმე სხვა მხარის მოსაზრებებს.]

კორონა ვირუსის პანდემიამ აშკარად დააზიანა ხალხის ჯანმრთელობა.თუმცა, კავკასიის ბარომეტრის კვლევის ახალი მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას უფრო კარგად აფასებენ, ვიდრე წინა წლების გამოკითხვებში.

2019 წელს მოსახლეობის მხოლოდ 35% აფასებდა თავის ჯანმრთელობას კარგად. გასულ წლებში, ეს მაჩვენებელი იცვლებოდა, თუმცა, ყველაზე დიდი ცვლილება 2013-2014 წლებში მოხდა, როდესაც ეს მაჩვენებელი 41%-დან 30%-მდე შემცირდა. ამის საპირისპიროდ, 2019 და 2020 წლების გამოკითხვებს თუ შევადარებთ, ადამიანების წილი, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას კარგად აფასებს, თითქმის გაორმაგდა – 35% -დან 65%-მდე გაიზარდა.

პანდემიის ფონზე, ეს ბადებს კითხვას, რატომ აფასებენ ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას უფრო დადებითად? ერთი ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ ხალხი საკუთარ ჯანმრთელობას სხვებთან მიმართებაში უყურებს ისევე, როგორც ეს მატერიალური სიმდიდრის შემთხვევაში ხდება. ამას ამყარებს ის ფაქტი, რომ რეგრესიაში დემოგრაფიული ცვლადების, მაგალითად, ასაკისა და სქესის გაკონტროლების შემდეგ, ადამიანები, რომლებსაც თავად ან მათი ოჯახის წევრებს ჰქონდათ კოვიდ-19, 16% ნაკლები ალბათობით აფასებდნენ საკუთარ ჯანმრთელობას კარგად.

გარდა იმისა, თუ რატომ თვლიან ადამიანები თავს შედარებით უფროჯანმრთელად, ეს გამოკითხვაგვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიგოთ, რომელი ჯგუფები აფასებენ საკუთარ ჯანმრთელობას კარგად.მონაცემები აჩვენებს, რომ მამაკაცები 2019 წელთან შედარებით 7%-ით უფრო მეტი ალბათობით აფასებენ ჯანმრთელობას კარგად, ვიდრე ქალები. 35-54 წლამდე ასაკის ადამიანთა წილი, რომლებიც აცხადებენ, რომ კარგი ჯანმრთელობა აქვთ, 2019 წლის შემდეგ 37%-ით გაიზარდა; 18-34 წლის ადამიანებში 28%-ით, ხოლო 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში 31%-ით. პროფესიული განათლების მქონე ადამიანების წილი, რომლებიც კარგად აფასებენ ჯანმრთელობას, 2019 წელთან შედარებით, 37%-ით გაიზარდა, საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე პირთა წილი – 29%-ით. ჯანმრთელობის აღქმის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა დასახლების ტიპის მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ფონზესაკუთარი ჯანმრთელობის შეფასებაშეიცვალა, მონაცემები ამტკიცებს, რომმამაკაცები უფროჯანმრთელად გრძნობენ თავს,ვიდრე ქალები. ახალგაზრდები უფრო კარგად აფასებენ საკუთარ ჯანმრთელობას, ვიდრე ხანდაზმულები. ასევე, სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებთან შედარებით, დედაქალაქში მცხოვრებნი უფრო ჯანმრთელად გრძნობენ თავს. მათ, ვისაც უმაღლესი განათლება აქვთ, რაც, ჩვეულებრივ, შემოსავლის უფრო მაღალ დონეზე მიუთითებს, აცხადებენ, რომ თავს უფრო ჯანმრთელად გრძნობენ, ვიდრე ისინი, ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვთ.

ერთი შეხედვით „კავკასიისბარომეტრი 2020″-ის მონაცემები დაბნეულობას იწვევს: როგორშეიძლება ხალხი საკუთარ ჯანმრთელობას უფრო კარგად აფასებდეს პანდემიის პირობებში? თუმცა, როცა მათი ჯანმრთელობის შეფასება იმ პაციენტებთან შედარებით ხდება, ვისაც COVID-19 ჰქონდა, ხალხი შედარებით უფრო ჯანმრთელადგრძნობს თავს. მტკიცებულებების თანახმად, აღქმული ჯანმრთელობის გაუმჯობესება საზოგადოების ყველა სეგმენტში შეინიშნება, თუმცა,სხვადასხვა ხარისხით. ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ ჯანმრთელობის უთანასწორობა კვლავ სახეზეა.


შენიშნვა: ამ ბლოგ
ში  გამოყენებული მონაცემების სანახავად ეწვიეთ ამ ვებ-გვერდს. რეგრესიის მოდელიაკონტროლებს ეთნიკურ კუთვნილებას (ქართველი ან უმცირესობა), ასაკს (18-34, 35-54, 55+), სქესს (ქალი და მამაკაცი), სიმდიდრეს (სავარაუდო გრძელვადიანი მოხმარების საქონლის რაოდენობისმიხედვით),დასახლების ტიპს (თბილისი, სხვა ქალაქები, სოფლები), განათლების დონეს (საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი) და დაუდასტურდათ თუ არა რესპონდენტებს ან მათი ოჯახის წევრებს COVID 19.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები არ წარმოადგენს CRRC-საქართველოს ან რომელიმე სხვა მხარის მოსაზრებებს.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები