“კავკასიის ბარომეტრის” 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, CRRC-საქართველოს მკვლევრებმა გამოაქვეყნეს სამი ახალი სტატია “კავკასიის ანალიტიკურ დაიჯესტში”, 2024 წლის სექტემბრის გამოცემაში:
ეს სტატია CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემების საფუძველზე აანალიზებს რუსებისა და ქართველების მოსაზრებებს, ქვეყანაში რუსი მიგრანტების აღქმებს, მათი ჩამოსახლების გავლენასა და ინტეგრაციის შესაძლებლობას.
სტატია ხალხის დამოკიდებულების ძირითად მახასიათებლებს იკვლევს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან და იმ ფაქტორებთან დაკავშირებით, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ დამოკიდებულების პროგნოზირებას ახდენს.
ნაშრომი ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობის იდენტობის/კულტურული განზომილების შესახებ არსებულ რეგიონულ და გლობალურ პერსპექტივებს იკვლევს 1999-2016 წლებში.
სტატია ახალგაზრდების (18-დან 25 წლამდე) ძირითად ფასეულობებს განიხილავს და აანალიზებს, თუ რამდენად განსხვავდება ისინი უფროსი თაობის ღირებულებებისგან საქართველოში.