ომნიბუს გამოკითხვა
ომნიბუსი ერთ გამოკითხვაში აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ მკვლევრის შეკითხვებს. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მონაცემების შეგროვება ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, სრული გამოკითხვის შეკვეთასთან შედარებით. CRRC-საქართველო გთავაზობთ კვარტალურ ომნიბუს გამოკითხვებს.
CRRC-საქართველოს ომნიბუს გამოკითხვა მოიცავს 1,200 რესპონდენტს, ტარდება სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით და წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). თითოეული კითხვისთვის შესაძლებელია დემოგრაფიული კროსტაბულაციების მომზადება, მათ შორის ასაკის, სქესის, განათლების დონის, დასაქმების სტატუსისა და დასახლების ტიპის (დედაქალაქი, სხვა ქალაქები, სოფლები) მიხედვით.
ქვემოთ მოცემულია ფასები სხვადასხვა ტიპის შეკითხვებისთვის:
დახურული კითხვები წინასწარ განსაზღვრული პასუხის ვარიანტებით | USD |
დახურული კითხვა (7-მდე პასუხის ვარიანტი) | 325 |
ყოველი დამატებითი პასუხის ვარიანტი დახურულ კითხვებზე | 50 |
ღია სხვა პასუხის ვარიანტი: სხვა (მიუთითეთ________________) | 100 |
ნიმუში: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი? > ინფლაცია, > ჯანდაცვა, > უმუშევრობა, > უსაფრთხოება, > სხვა (მიუთითეთ___________________________) | |
სკალაზე გაზომილი კითხვები | |
პირველი შეკითხვა | 325 |
იმავე კითხვაში ყოველი დამატებითი შეკითხვა | 50 |
ნიმუში: გთხოვთ, მითხრათ, მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების ხალხს საქმიან ურთიერთობას… > ამერიკელთან? > რუსთან? > სომეხთან? > აზერბაიჯანელთან? | |
ღია კითხვები | |
პასუხების/კომენტარების კოდირების ჩათვლით | 800 |
მულტიმედია | |
დახურულ კითხვაში 4-მდე ფოტოს გამოყენება (ლოგოს, ბრენდინგის და სხვა ფოტოები) | 50 |
ყოველი დამატებითი ფოტო | 20 |
ვიდეო- ან აუდიომასალის გამოყენება | 50 |
რენდომიზებული კონტროლირებადი ექსპერიმენტი | |
მაქსიმუმ ორი ექსპერიმენტული პირობით | 700 |
ყოველი დამატებითი ექსპერიმენტული პირობა | 200 |
სტანდარტული პროდუქტი | |
მონაცემთა ბაზა შესყიდული ცვლადებით + სქესის, ასაკის, დასახლების ტიპის, შემოსავლის, დასაქმების სტატუსისა და განათლების დონის ცვლადებით | |
ექსელის ფაილი, სადაც მოცემული იქნება სიხშირის ცხრილები + კროსტაბულაციები სქესის, ასაკისა და დასახლების ტიპის მიხედვით |
ომნიბუს გამოკითხვაზე დამატებითი კითხვების შემთხვევაში და უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით მახარე აჭაიძეს (m.atchaidze@crrccenters.org) და მილორდ შენგელიას (m.shengelia@crrccenters.org).