რა არის ომნიბუს გამოკითხვა?
ომნიბუსი არის საზოგადოებრივი აზრის კვარტალური გამოკითხვა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის, ბიზნესის თუ მკვლევრის შეკითხვებს. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მონაცემების შეგროვება და ანალიზი ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
CRRC-საქართველოს ომნიბუსის თითოეულ ტალღაში მონაწილეობს 1,200 რესპონდენტი. სატელეფონო გამოკითხვა ტარდება ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე და მისი შედეგები წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
რას მიიღებს ომნიბუს გამოკითხვის მომხმარებელი?
- კონსულტაციას კითხვარის შედგენის პროცესში;
- მონაცემთა ბაზებს შესყიდული ცვლადებით (SPSS, STATA, XLSX ფორმატში). დამატებით ბაზაში იქნება: სქესის, ასაკის, დასახლების ტიპის, შემოსავლის, დასაქმების სტატუსისა და განათლების დონის ცვლადები;
- ექსელის ფაილს, სადაც მოცემული იქნება ყველა შეძენილი კითხვის სიხშირის ცხრილები. ასევე, კროსტაბულაციები ასაკის, სქესის, განათლების დონის, დასაქმების სტატუსისა და დასახლების ტიპის მიხედვით;
- მეთოდოლოგიის მოკლე აღწერას.
ომნიბუსის გამოკითხვის საჯარო ბაზები სხვა დოკუმენტაციასთან ერთად ხელმისაწვდომია აქ.
ომნიბუსის გამოკითხვის დროითი მწკრივები ხელმისაწვდომია აქ.
დააჭირეთ აქ და დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები
რა ღირს ომნიბუს გამოკითხვაში კითხვის ჩასმა?
ქვემოთ მოცემულია ფასები სხვადასხვა ტიპის შეკითხვებისთვის:
დახურული კითხვები წინასწარ განსაზღვრული პასუხის ვარიანტებით | USD |
დახურული კითხვა (7-მდე პასუხის ვარიანტი) | 325 |
ყოველი დამატებითი პასუხის ვარიანტი დახურულ კითხვებზე | 50 |
ღია სხვა პასუხის ვარიანტი: სხვა (მიუთითეთ________________) | 100 |
ნიმუში: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი? > ინფლაცია, > ჯანდაცვა, > უმუშევრობა, > უსაფრთხოება, > სხვა (მიუთითეთ___________________________) | |
სკალაზე გაზომილი კითხვები | |
პირველი შეკითხვა | 325 |
იმავე კითხვაში ყოველი დამატებითი შეკითხვა | 50 |
ნიმუში: გთხოვთ, მითხრათ, მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების ხალხს საქმიან ურთიერთობას… > ამერიკელთან? > რუსთან? > სომეხთან? > აზერბაიჯანელთან? | |
ღია კითხვები | |
პასუხების/კომენტარების კოდირების ჩათვლით | 800 |
მულტიმედია | |
დახურულ კითხვაში 4-მდე ფოტოს გამოყენება (ლოგოს, ბრენდინგის და სხვა ფოტოები) | 50 |
ყოველი დამატებითი ფოტო | 20 |
ვიდეო- ან აუდიომასალის გამოყენება | 50 |
რენდომიზებული კონტროლირებადი ექსპერიმენტი | |
მაქსიმუმ ორი ექსპერიმენტული პირობით | 700 |
ყოველი დამატებითი ექსპერიმენტული პირობა | 200 |
ომნიბუს გამოკითხვაზე დამატებითი კითხვების შემთხვევაში და უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით მახარე აჭაიძეს (m.atchaidze@crrccenters.org) და მილორდ შენგელიას (m.shengelia@crrccenters.org).