აღდგენა და გადაჯგუფება: სამხრეთ კავკასია ახალ ათწლეულში – მე-8 ყოველწლიური კონფერენცია 2022

მე-8 ყოველწლიური კონფერენცია

აღდგენა და გადაჯგუფება: სამხრეთ კავკასია ახალ ათწლეულში

თარიღი: 23-24 ივნისი, 2022

კონცეფცია:

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ნელ-ნელა გამოდიან COVID-19-ის შოკიდან. საერთაშორისო მონეტარული ფონდის მიხედვით, საქართველოსა და სომხეთში 5.8%-იან და 4.5%-იან ზრდის მაჩვენებელს პროგნოზირებენ 2022 წლისთვის. მიუხედავად ამისა, პანდემიამდელი ეკონომიკური პირობების შექმნა რთულია რეგიონისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული და პოლიტიკური ფაქტორების გამო. კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტორი უკავშირდება ზრდის სარგებელის თანაბარ განაწილებას აღნიშნულ სოციალურად არათანაბარ საზოგადოებებში.

პოლიტიკური პერსპექტივიდან გამომდინარე, რეგიონი ჯერ კიდევ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის ეფექტებიდან გამოსვლის პროცესში იმყოფება. დასავლეთის შემცირებული როლი და ისეთი საერთაშორისო აქტორის მოსვლა, როგორიცაა ჩინეთი, ერთი მხრივ, და რეგიონული თანამშრომლობისა და პოლიტიკური გადაჯგუფების ახალი ფორმატების გაჩენა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად ცვლის არსებულ გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ჩარჩოებს.

აღნიშნული თემებით დაიტერესების გამო, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) მე-8 ყოველწლიურ კონფერენციას  შემდეგი ფართო თემების ირგვლივ მართავს.

  • კონფლიქტები, გადაადგილება და შერიგება;
  • პოლიტიკა, ძალაუფლება და დემოკრატია;
  • კულტურა, ღირებულებები და იდენტობა;
  • ეკონომიკური განვითარება, გაციფრულება, ენერგია და მობილობა;
  • ურბანული და გარემოსდაცვითი საკითხები;
  • სამოქალაქო საზოგადოება და აქტივიზმი;

ვინაიდან CRRC-ის ოფისების მიზანს წარმოადგენს ინოვაციური კვლევის მეთოდების ხელშეწყობა, წლევანდელი კონფერენცია უმასპინძლებს ორ მთავარ საუბარსა და პანელს, რომელიც ფოკუსირებული იქნება, ერთი მხრივ, მეთოდოლოგიურ ინოვაციებზე ექსპერიმენტული და კვაზი-ექსპერიმენტული მეთოდების ირგვლივ და, მეორე მხრივ, სოციალურ მეცნიერებებსა და პოლიტიკის ანალიზსში ტექსტის, როგორც მონაცემის გამოყენებაზე.

კონფერენციის სტრუქტურა

COVID-19-ის პანდემიისა და თანმდევი შეზღუდვების გათვალისწინებით, ყველა ჩანიშნული ღონისძიება გაიმართება ონლაინ. პანელური პრეზენტაციები, მრგვალი მაგიდები და ძირითადი მოხსენებები გადაიცემა CRRC-ის ოფისების, Facebook-ისა და YouTube გვერდების მეშვეობით.

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური.

მასალები

გაზიარება

მსგავსი სიახლეები