შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და მდგრადი სერვისების მიწოდების გზით

ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
The McLain Association for Children (MAC) Georgia
თარიღი:
11.2020
-
03.2022
ბიუჯეტი:
$27,745

საქართველოში დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის (ILPG) ფარგლებში, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის (MAC) საქართველოში, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის (CIL) და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ეროვნული ასოციაცია (NALAG) მუშაობენ: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდასაჭერად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და მდგრადი სერვისების მიწოდების მეშვეობით“. პროგრამა ტარდება ექვს მუნიციპალიტეტში, მათ შორის ლაგოდეხში, თელავში, ოზურგეთში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ამ მიზნის მხარდასაჭერად და კონკრეტულად პროგრამისთვის ადვოკატირების მტკიცებულებათა ბაზის შესაქმნელად, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) ჩაატარა საჭიროებათა შეფასება თითოეულ მუნიციპალიტეტში.

საჭიროებათა შეფასების ძირითადი საკვლევი კითხვა შემდეგია:

    • რა არის შშმ პირების ძირითადი საჭიროებები თითოეულ მუნიციპალიტეტში?

გარდა ზემოაღნიშნულისა, კვლევა მიზნად ისახავს, უპასუხოს შემდეგ დამხმარე საკვლევ კითხვებს:

    • როგორ იცვლება საჭიროებები რესპონდენტთა სოციალური და დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით?
    • რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებები ფიზიკური, მენტალური, სმენის, მხედველობისა და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის?

საკვლევი კითხვების საპასუხოდ, საჭიროებების შეფასებამ გამოიყენა შერეული მეთოდების მიდგომა, რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვების ჩათვლით. თვისებრივი მონაცემები შეგროვდა გამოკითხვამდე და მის შემდგომ ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით. რაოდენობრივი მონაცემები – გამოკითხვით, რომელიც ჩატარდა 9-დან 16 სექტემბრამდე. საერთო ჯამში გამოიკითხა 707 რესპონდენტი.

ანგარიში ინგლისურად ხელმისაწვდომია აქ.

მასალები

1 მბაიტი
გაზიარება