მონაცემების შეგროვება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ექსპერტებისთვის, რომლებიც წერენ ანალიტიკურ ანგარიშებს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია IDEA-ს ერთობლივი კვლევითი პროექტის ფარგლებში. ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშები მიზნად ისახავს, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შეფასებას შემდეგი მიმართულებებით:
-
- პროფკავშირები და სოციალური დაცვა
-
- განათლება
-
- ჯანდაცვა
-
- მედია
-
- გულისხმიერი მთავრობა
-
- პარტიები
-
- საპარლამენტო კონტროლი
-
- სასამართლო
-
- კორუფცია
რაოდენობრივი კომპონენტი: მოსახლეობის გამოკითხვა, რომლის შედეგებიც წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობისა და თბილისის მოსახლეობისთვის.
-
- საველე სამუშაოების ჩატარების პერიოდი: 16-27 ნოემბერი, 2018
-
- შერჩევის მეთოდი: სტრატიფიცირებული კლასტერული შერჩევა
-
- დასრულებული ინტერვიუების რაოდენობა: 1786
-
- ცდომილების საშუალო ზღვარი: 2.9%
თვისებრივი კომპონენტი: ფოკუს ჯგუფები სფეროს ექსპერტებსა და აქტივისტებთან პროექტის ძირითადი მიმართულებების მიხედვით.
მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია და მონაცემთა ვიზუალიზაციის ნიმუშები.