კვლევა ქცევით მიზეზებზე, რომლებიც მასწავლებლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ჩარევის/შეტყობინების წინაღობას წარმოადგენს, მომზადდა ქცევითი მეცნიერების ჩარჩოს შესაბამისად. კვლევა მოიცავს ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობით მონაცემებს და მათი დაჯგუფების შესაძლებლობას იძლევა ასაკისა და სქესის მიხედვით. კვლევა სწავლობს მასწავლებელთა დამოკიდებულებას ჩარევის/შეტყობინების ფენომენს, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის მიზეზებსა და შედეგებს, მასწავლებელთა დამოკიდებულებას, სოციალურ ნორმებს და თვითდარწმუნებულობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემჩნევასა და მის შეტყობინებასთან დაკავშირებით. კვლევა ასევე აფასებს, თუ რამდენად იცნობენ მასწავლებელი შესაბამის კანონმდებლობას და მომსახურებას, რაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაზარალებულებისთვის/მსხვერპლებისთვის არსებობს და გამოყოფს ქცევით მიზეზებს, რამაც შეიძლება, წაახალისოს მასწავლებლები, რომ ჩაერიონ და განახორციელონ შეტყობინება ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის შესახებ.
კვლევაში გამოყენებულია შემდეგი მეთოდები: საკვანძო ექსპერტებთან პირისპირ თვისებრივი ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები, და საქართველოს მასშტაბით ჩატარებული რაოდენობრივი პირისპირ გამოკითხვა, რომელიც ექსპერტიმენულ ნაწილსაც მოიცავდა.
პროექტის მასალები მოიცავს:
-
- გამოკითხვის მონაცემთა ბაზას, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდზე მარტივი და სწრაფი ონლაინ ანალიზისთვის).
-
- კვლევის სრული ანგარიში (ინგლისურ ენაზე).