PeaCE პროგრამა მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების ხელახლა ჩართვას სამშვიდობო საქმიანობებში, ასევე პროექტის მიზანია აღადგინოს სამშვიდობო პროცესი ამ საზოგადოებებში და მათ შორის. PeaCE-ის პროგრამა მოელის, რომ დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების აქტორები და რიგითი პირები შეძლებენ წვლილი შეიტანონ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის განხეთქილების აღმოფხვრაში ინოვაციური, ორმხრივი ან მრავალმხრივი სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების გზით.
PeaCE პროგრამა მოიცავს შემდეგ სამ ძირითად კომპონენტს:
a) სუბგრანტები/სუბკონტრაქტები
პარტნიორები მიაწვდიან სუბგრანტებს/სუბკონტრაქტებს სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს იმ წინადადებების განსავითარებლად, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ PeaCE პროგრამის მიზნებში. სუბგრანტები/სუბკონტრაქტები გაიცემა შემდეგი სამი კატეგორიის მიხედვით: სამოგზაურო ფონდების შესაძლებლობა, მშვიდობის დამყარების ფონდების შესაძლებლობა და მოწვეული ფონდების შესაძლებლობა. სამოგზაურო ფონდები გადაეცემათ იმ პირებს, რომლებსაც სჭირდებათ დაფინანსება, რათა შეხვდნენ ერთმანეთს სამშვიდობო ინიციატივების განსახილველად. მშვიდობის აღმშენებლობის ფონდები გადაეცემა აქტორებს, რომლებიც შემოგვთავაზებენ სიცოცხლისუნარიან სამშვიდობო ინიციატივებს. მოწვეული თანხები გადაეცემა მიზნობრივ აქტორებს, რომლებსაც აქვთ მკაფიო და შესაბამისი სტრატეგია სამშვიდობო ინიციატივების განსახორციელებლად.
b) სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების ზრდა
EPF გამოიყენებს საკუთარ მეთოდოლოგიას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შიდა შესაძლებლობების გასაზომად და გასაძლიერებლად, რაც მოიცავს შესაძლებლობის გაუმჯობესების ხელსაწყოსა (CET) და სამოქალაქო საზოგადოების მართვის სკოლას. სუბგრანტების/სუბკონტრაქტების ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ შეფასება CET-ის მეშვეობით, რათა შეამოწმონ მათი შიდა ორგანიზაციული და შეთავაზებული კომპლექსური პროექტის იმპლემენტაციის შესაძლებლობები. ზოგი ბენეფიციარი შეძლებს ისარგებლოს სამოქალაქო საზოგადოების მართვის სკოლით, ზოგი კი – ხანგრძლივი მენტორინგით, რომელიც ფოკუსირებული იქნება ბენეფიციართა ფინანსური და პროექტების მართვის უნარების გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით, მშვიდობის მშენებლობის ასპექტებთან დაკავშირებულ საკითხებში.
c) კონფლიქტის ტრანსფორმაციის სკოლა
კონფლიქტის ტრანსფორმაციის სკოლის მიზანია მშვიდობის მშენებლების ახალი თაობის აღზრდა. სკოლა მუშაობს მშვიდობის საფუძვლების შექმნისთვის მშვიდობის ჩარჩოების გაფართოებით, სახელმწიფო მოხელეების ჩათვლით. სკოლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს არაფორმალური დიალოგი სახელმწიფო აქტორებსა და პოლიტიკის შემქმნელებთან და სპიკერებისა და დისკუსიის მონაწილეთა შესაძლებლობებში ჩართულობა. სკოლა სტუდენტებს ასწავლის, თუ როგორ გახდნენ “კონფლიქტის ტრანსფორმატორები”. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 120 სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას უორქშოფში. რეგიონული დისკუსიები შერჩეულ ქვეყნისშიდა ჯგუფებს ერთმანეთთან დააახლოებს, რომელთა განხილვებიც კონფლიქტის ტრანსფორმაციას შეეხება. ეს დისკუსიები მათ შორის პირადი კავშირებისა და ნდობის მშენებლობას შეუწყობს ხელს და ასევე დიალოგის შენარჩუნებასა და ორმხრივი მშვიდობის მშენებლობის ინიციატივების დამუშავებას მოემსახურება.
PeaCE პროგრამის ბოლოსკენ პარტნიორები საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ თბილისში, საქართველოში, მიღწევებისა და მიღებული გაკვეთილების წარსადგენად.