მოსახლეობის ხმა პოლიტიკის ანალიზში

ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED)
თარიღი:
08.2022
-
08.2024

საქართველოს მოსახლეობისთვის, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის საკვანძო პოლიტიკურ და საჯარო პოლიტიკის საკითხებზე სიღრმისეული და დროული მონაცემებისა და ანალიზის მიწოდება.

კვლევის თემებია:
– პოლარიზაცია: იდეოლოგიური თუ ემოციური;
– უკრაინის კრიზისი;
– ევროკავშირთან ინტეგრაცია;
– დეზინფორმაცია;
– სოციალური მედიის მოხმარება და პოლიტიკა;
– კავშირები ამომრჩევლებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის;
– ქალები პოლიტიკაში.

ორწლიანი პროექტის განმავლობაში CRRC-საქართველო საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე რეგულარულ კვლევებს ჩაატარებს. კვლევები მოიცავს პროექტის განმავლობაში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს და ასევე აქამდე ნაკლებად გამოკვლევულ თემებს.

პროექტი მოიცავს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის რვა ტალღას და მათი შედეგების გავრცელებას საზოგადოებაში.

კვლევის ანგარიში “პარტიულობა და ემოციური პოლარიზაცია” კვლევის პირველ ტალღას წარმოადგენს.გამოკითხვაში, რომლის საველე სამუშაოები 2022 წლის 29 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე მიმდინარეობდა, მონაწილეობა სულ 1,523 რესპონდენტმა მიიღო. გამოკითხვა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ჩატარდა. რაოდენობრივ გამოკითხვასთან ერთად, კვლევის ფარგლებში ფოკუს ჯგუფიც ჩატარდა, რომლის მონაწილეები სხვადასხვა პოლიტიკური აფილიაციის ადამიანები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

2023 წლის 5 აპრილიდან 8 მაისამდე პერიოდში ჩატარდა საქართველოში 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების გამოკითხვა. არაალბათური შერჩევის მეთოდით სატელეფონო, პირისპირ გამოკითხვისა და ონლაინ თვითადმინისტრირებადი გამოკითხვის გზით შეგროვდა 1,008 ინტერვიუ.

პარტიულობა და ემოციური პოლარიზაცია.

საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში.

პრეზენტაცია  ქართულ ენაზე – 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეების გამოკითხვის შედეგები.

მასალები

772 კბაიტი
2 მბაიტი
1 მბაიტი
გაზიარება