კვლევა საარჩევნო პროცესისა და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ საქართველოში

ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
თარიღი:
03.2017
-
02.2019

საქართველოში ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლა საარჩევნო პროცესის მიმართ და მიმდინარე პოლიტიკური ტენდენციების ანალიზი.

2008 წლის შემდეგ CRRC-საქართველომ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) ერთად ჩაატარა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი გამოკითხვის 28 ტალღა და დაახლოებით 100 ფოკუს ჯგუფი. ეს კვლევა ეხებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხს და საჯარო პოლიტიკის მიმართულებას საქართველოში. მონაცემების შეგროვება ნაწილობრივ მოიცავდა პანელურ კვლევას და გამოკითხვის ექსპერიმენტულ დიზაინს. ეს არის საქართველოში საზოგადოების აზრის შესწავლის მცდელობა გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც მოიცავს მოსახლეობის დამოკიდებულებას პოლიტიკის, საჯარო პოლიტიკის პრიორიტეტების, საარჩევნო ქცევის და გენდერული საკითხების შესახებ. მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია. NDI-თან თანამშრომლობის ფარგლებში, 2012 წლის შემდეგ CRRC-საქართველომ ჩაატარა დაახლოებით 30,000 ინტერვიუ.

წარმომადგენლობითი გამოკითხვა ქვეყნის მასშტაბით; კომპლექსური (სტრატიფიცირებული და კლასტერული) შერჩევა.

ტალღა 31, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2018 წლის დეკემბერი
1) ქვეყნის მიმართულება და ადგილობრივი/ეროვნული მნიშვნელობის საკითხები, განათლება და დასაქმება, პოლიცია და კრიმინალი, მედია
2) დემოკრატია, საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება, პარლამენტის და მთავრობის საქმიანობის შეფასება, კორუფცია, პარტიების მხარდაჭერა

ტალღა 30, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2018 წლის ივნისი
1) ქვეყნის მიმართულება, ბიუჯეტის პრიორიტეტები, გარემოს დაცვა და ურბანული დაგეგმარება, საპრეზიდენტო არჩევნები და პარტიების მხარდაჭერა

ტალღა 29, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2018 წლის მარტი
1) ქვეყნის მიმართულება, უსაფრთხოება, ევროკავშირი, ნატო, ინსტიტუტების და პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასება, პარტიების მხარდაჭერა და არჩევნები

ტალღა 28, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2017 წლის დეკემბერი
1) ეროვნული საკითხები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასება, საგარეო პოლიტიკა, ინფორმაციის წყაროები, დასაქმება და შემოსავლები
2) პარლამენტის საქმიანობის შეფასება, თანასწორობა ქალებსა და კაცებს შორის, მიმდინარე მოვლენები, პარტიების მხარდაჭერა და მომავალი არჩევნები

ტალღა 27, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2017 წლის ივნისი
1) ქვეყნის მიმართულება და საცხოვრებელი პირობები, ეროვნული/ადგილობრივი საკითხები, ხელისუფლების საქმიანობა, საგარეო პოლიტიკა, რეფორმები
2) დემოკრატია, საარჩევნო პროცესი, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდაჭერა, თბილისის მერის არჩევნები

ტალღა 26, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2017 წლის აპრილი
1) ქვეყნის მიმართულება და მოლოდინები, ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება, მიმდინარე მოვლენები, პარტიების მხარდაჭერა
2) დემოკრატია, ეროვნული უსაფრთხოება, ევროკავშირი, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ნატო, რუსეთი, სამხედრო სამსახური, ინფორმაციის წყაროები

მასალები

4 მბაიტი
5 მბაიტი
5 მბაიტი
4 მბაიტი
5 მბაიტი
4 მბაიტი
6 მბაიტი
235 კბაიტი
5 მბაიტი
5 მბაიტი
გაზიარება