გენდერული მონაცემთა ანალიზის უნარების გაძლიერება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მკვლევრებისთვის

ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)
თარიღი:
09.2024
-
12.2025
ბიუჯეტი:
$ 89,024

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და CRRC-საქართველოს ერთობლივი პროექტის – „გენდერული მონაცემთა ანალიზის უნარების გაძლიერება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მკვლევრებისთვის“ (Enhancing local civil society organizations’ and researchers’ gender data literacy) – მიზანს გენდერული ანალიზის სწავლება და გენდერული თანასწორობის შესახებ კვლევითი ინიციატივების ხელშეწყობა წარმოადგენდა. პროექტი 2024-2025 წლებში გახორციელდა და ორ კომპონენტს მოიცავდა:

კომპონენტი 1: ქალთა უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა ტრენინგი სოციალური კვლევის მეთოდებში და მათ მიერ იდენტიფიცირებულ გენდერული თანასწორობის საკითხზე კვლევის მხარდაჭერა.

კომპონენტი 2: დამოუკიდებელი მკვლევრების ტრენინგი „დროის გამოყენების გამოკვლევის“ (Time Use Survey) მონაცემების ანალიზში და მათი მხარდაჭერა „საქართველოს დროის გამოყენების კვლევის“ მონაცემებზე დაყრდნობით სტატიების მომზადებაში.

პროექტის ფარგლებში კვლევის მეთოდებში ტრენინგი ჩაუტარდა 40-ზე მეტ სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელს და ადგილობრივ მკვლევარს. მათგან შეირჩა 7 სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებმაც CRRC-საქართველოს მენტორობის ქვეშ მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მცირემასშტაბიანი კვლევები ჩაატარეს და 5 მკვლევარი, რომლებმაც „დროის გამოყენების კვლევის“ მონაცემებზე დაყრდნობით გენდერული თანასწორობის საკითხები გაანალიზეს.

პროექტის შედეგად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და მკვლევრებმა საკუთარი კვლევის შედეგები წარმოადგინეს ბლოგების და კვლევითი ანგარიშების სახით.

ინიციატივა გახორციელდა პროექტის – „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ – ფარგლებში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური პროგრამის „ყველა ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ ფინანსური მხარდაჭერით.

კომპონენტი 1: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კვლევითი პროექტები

ანა პაჭიკაშვილი (ორგანიზაცია „საქართველოს უდიები“):

ავარელი ქალების უხილავი შრომა მეუღლეების ემიგრაციის პირობებში

ნესტან ანანიძე (ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“):

ხილული და უხილავი ბარიერები: ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ქალებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში

თამარ გაბოძე (ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“):

მართლმსაჯულებაზე წვდომის ბარიერები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში: ინტელექტუალური შეზღუდვის და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ქალების გამოცდილებები

თინათინ ჭელიშვილი (ორგანიზაცია „ახალგაზრდები ზესტაფონისთვის“):

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 60+ ქალებისთვის მომსახურების და მხარდაჭერის სისტემების ხელმისაწვდომობის კვლევა

მარიკა ვაჭარაძე (ორგანიზაცია „ნათელი მომავალი“):

ქალ მომხმარებელთა უფლებების და განათლების კვლევა იმერეთის რეგიონში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია)

ნათია გამხიტაშვილი (ორგანიზაცია „დაქალი“):

უფლებადამცველი და აქტივისტი ქალების მდგომარეობის კვლევა

გვანცა მიქაუტაძე/თამარ ჭუმბურიძე (ორგანიზაცია „ქალები ცვლილებებისთვის“):

უფლებადამცველი და აქტივისტი ქალების მდგომარეობის კვლევა

კომპონენტი 2: აკადემიის წარმომადგენელთა კვლევები დროის გამოყენების მონაცემებზე დაყრდნობით

სალომე დუმბაძე (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი):

გენდერული განსხვავებები დროის წნეხის აღქმასა და დროის გამოყენებაში საქართველოში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა შორის

ბლოგი /  სტატია

ნათია სორდია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი):

სოციალურ-დემოგრაფიული ფაქტორები და თავისუფალი დრო: ვინ როგორ ისვენებს საქართველოში?

ბლოგი /  სტატია

იზა კასრელიშვილი (კანონის უზენაესობის ცენტრი):

მშობლების ჩართულობა ბავშვზე ზრუნვაში: გენდერული და სოციო-ეკონომიკური განსხვავებები

ბლოგი /  სტატია

მარიამ კვიციანი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი):

გენდერული სხვაობები საოჯახო შრომის გადანაწილებაში: წყვილების კვლევა საქართველოში

ბლოგი /  სტატია

რატი შუბლაძე (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი):

ციფრული უთანასწორობა საქართველოში: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება გენდერულ და გეოგრაფიულ ჭრილში 30 წლამდე ასაკის ადამიანებში სტატია

სტატია

გაზიარება