ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში (ტალღა 1)

ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF)
თარიღი:
08.2009
-
10.2009

პროექტის მიზანია საზოგადოებრივი წარმოდგენების შესწავლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ მისწრაფების შესახებ, და აგრეთვე, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის ინსტიტუტების, ღირებულებებისა და ხალხის მოლოდინის შესახებ.

კვლევა მთელი ქვეყნის წარმომადგენლობითია და 1,886 ინტერვიუზე დაყრდნობით ჩატარდა. CRRC-საქართველომ გამოიყენა კომპლექსური (სტრატიფიცირებული და კლასტერული) შერჩევა. გამოპასუხების დონე 70%-ს შეადგენდა, ხოლო შერჩევის ზომა 2,423 რესპონდენტს. ქვეყანა დაიყო სამ მაკრო-სტრატად (დედაქალაქი, სხვა ქალაქები, სოფლები). შემდგომში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 120 კლასტერი შეირჩა. კლასტერები ემთხვეოდა საარჩევნო უბნებს. შინამეურნეობები შემთხვევითი ხეტიალის  პრინციპით  შეირჩა, ხოლო რესპონდენტები კიშის ცხრილის გამოყენებით. გამოკითხვის სანდოობის ინტერვალია 95%, ხოლო ცდომილების ზღვარი 5%.

გამოკითხვა ჩატარდა ქართულ ენაზე. კითხვარი შემუშავდა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. დაინტერესებულ მხარეებთან გაიმართა სამი საკონსულტაციო შეხვედრა, რომ კვლევაში ყველა შესაბამისი პირის ინტერესი გათვალისწინებული ყოფილიყო.

მონაცემთა ბაზა; კვლევის ანგარიში.

გაზიარება