კულტურული მემკვიდრეობა და ევროპის მომავლის იდენტობები (CHIEF)

ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
EU/Horizon 2020
თარიღი:
05.2018
-
05.2021
ბიუჯეტი:
$ 226,095

კულტურული მემკვიდრეობა და ევროპის მომავლის იდენტობები (CHIEF) არის საერთაშორისო კვლევითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შეისწავლოს 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდების კულტურული წიგნიერება და ის, თუ როგორ აისახება ეს მათ კულტურულ მონაწილეობაზე. უფრო კონკრეტულად, პროექტი იკვლევს, თუ როგორ ურთიერთობენ ახალგაზრდები ევროპულ კულტურულ მემკვიდრეობასთან სხვადასხვა საგანმანათლებლო კონტექსტში (სკოლა, ოჯახი, მეგობრები, სამოქალაქო სექტორი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები). კვლევითი პროექტი ასევე იკვლევს ახალგაზრდების გამოცდილებას სხვა კულტურის წარმომადგენლებთან.

ახალგაზრდების რაოდენობრივი გამოკითხვა სკოლებში;
სკოლის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების სიღრმისეული ინტერვიუები;
ფოკუს-ჯგუფები ახალგაზრდებთან;
ახალგაზრდების მონაწილეობითი კვლევა, რომლებიც გადიან ქართული ცეკვისა და ხრიდოლის (ქართული საბრძოლო ხელოვნება) გაკვეთილებს;
დაკვირვება ახალგაზრდა ჯგუფებზე, რომლებიც ქმნიან „ახალ კულტურას“.

პროექტის შედეგები ხელმისაწვდომია აქ. ის შეიცავს პოლიტიკის ნარკვევებსა და case study-ის ანგარიშებს თითოეული მონაწილე ქვეყნისთვის. პოლიტიკის ნარკვევი “კულტურის ხელახალი აღმოჩენა საქართველოს სკოლებსი ხელმისაწვდომია აქ.

გაზიარება