2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდში CRRC-საქართველომ ჩაატარა ბიზნეს ორგანიზაციების შეხედულებების კვლევა. კვლევის მიზანი იყო საქართველოში მომუშავე საშუალო და მსხვილი ბიზნეს კომპანიების აღქმისა და დამოკიდებულების შესწავლა ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკისა და რეფორმების შესახებ. 2019 წლის კვლევა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
-
- ცოდნა რეფორმების შესახებ
-
- მედიასთან ურთიერთობა
-
- დამოკიდებულება ბიზნეს გარემოს მიმართ
-
- აუდიტი და საგადასახადო ადმინისტრაცია
-
- საბაჟო პროცედურებისა და ბაჟის აღქმა
-
- საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
-
- კაპიტალის ბაზრები
-
- საპენსიო რეფორმა
-
- წყლის რესურსების მართვა.
საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლობითი პირისპირ გამოკითხვა. კვლევა მოიცავდა 1 053 საშუალო და მსხვილ ბიზნეს ორგანიზაციას. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი იყო: 1.6%.
ბიზნეს ორგანიზაციების შეხედულებების კვლევის ანგარიში (ინგლისურ ენაზე).