ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით

ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
ევროკავშირი
თარიღი:
02.2022
-
01.2025

პროექტის „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“ მთავარი მიზანი უსაფრთხოების სისტემის მონიტორინგის გაუმჯობესება და უსაფრთხოების სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლებაა, რომელიც ანალიზის, ადვოკატირებისა და ცნობიერების გაზრდის პროგრამების გზით უნდა განხორციელდეს.

ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების ნაწილია მოსახლეობაში არსებული დამოკიდებულებებისა და აღქმების კვლევა იმის გასაგებად, თუ რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა უსაფრთხოების სახელმწიფო სისტემის შესახებ, რამდენად დაცულად გრძნობს თავს და რა წარმოდგენა აქვს საზოგადოების სხვა ჯგუფების დაცულობის თაობაზე.

პროექტს ერთობლივად ახორციელებენ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და CRRC-საქართველო.

1) მოსახლეობის გამოკითხვა სახელმწიფო და პირადი უსაფრთხოების საკითხებზე:

  • გამოკითხვის პერიოდი: 27 მაისი – 3 ივლისი, 2022
  • დასრულებული ინტერვიუების რაოდენობა: 2,544
  • გამოკითხვის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ პლანშეტური კომპიუტერით
  • გამოკითხვის შედეგები წარმომადგელობითია საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის, ასევე, დედაქალაქების, სხვა ქალაქებისა და სოფლების და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული არეალების მოსახლეობისთვის

2) ფოკუს ჯგუფები სახელმწიფო და პირადი უსაფრთხოების საკითხებზე:

  • ფოკუს ჯგუფების ჩატარების პერიოდი: ნოემბერი, 2022
  • რაოდენობა: შვიდი ფოკუს ჯგუფი
  • მეთოდი: ონლაინ დისკუსია
  • გეოგრაფიული არეალი: თბილისი, სოფელი გეგუთი, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ოკუპირებულ რეგიონებთან ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლები, სამცხე-ჯავახეთი (ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა) და ქვემო ქართლი (ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა)

მოსახლეობის გამოკითხვის ანგარიში “პირადი და სახელმწიფო უსაფრთხოება: საზოგადოების დამოკიდებულება და აღქმები 2022”.

მასალები

2 მბაიტი
გაზიარება