პოსტ-ჰოკ ბლოკირება კვაზი-ექსპერიმენტული ზეგავლენის შეფასებისთვის: მაგალითი საქართველოში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ზემოქმედების შეფასებიდან

ოთხშაბათს, 21 მარტს, CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები მოხარულნი არიან გამცნოთ 2018 წლის გაზაფხულის თბილისის Work-in-progress სერიების რიგით მე-4 საუბრების შესახებ!

„პოსტ-ჰოკ ბლოკირება კვაზი-ექსპერიმენტული ზეგავლენის შეფასებისთვის: მაგალითი საქართველოში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ზემოქმედების შეფასებიდან” – დასთინ გილბრეთის, CRRC-საქართველოს კვლევითი დირექტორის მოადგილის მიერ.

შემთხვევითი საკონტროლო კვლევები განიხილება ოქროს სტანდარტად ზეგავლენის შეფასებაში, რადგან ინტერვენციების შემთხვევითობა საშუალებას იძლევა, განვსაზღვროთ თუ რამდენად იმუშავა ინტერვენციის პროგრამამ. მიუხედავად ამისა, პროგრამის მრავალი განმახორციელებელი ყოყმანობს ინტერვენციათა შემთხვევითობაზე ან პროექტის დასასრულს თავიანთი პროექტის მკაცრ შეფასებაზე ფიქრობს მხოლოდ. ეს ნიშნავს, რომ შემთხვევითი საკონტროლო კვლევის მიდგომა შესაძლებელი არ არის. მაშინ, როდესაც ვერცხლის სტანდარტის მრავალი მიდგომა, მათ შორის კვაზი-ექსპერიმენტული მეთოდები, როგორიცაა შესაბამისობა, მნიშვნელოვნად გამოიყენება ასეთ შემთხვევებში, შემფასებელთა მცირე ნაწილი შედეგების შედარებისთვის ერთობის დონეზე საკონტროლო ჯგუფების საიდენტიფიკაციოდ მკაცრ შერჩევის პროცესს იყენებს. უფრო კონკრეტულად, ხდება ინდივიდების შემთხვევითი შერჩევა და შემდეგ კვაზი-ექსპერიმენტული ანალიზის მეთოდის მისთვის მისადაგება. თავის მოხსენებაში დასთინ გილბრეთი პოსტ-ჰოკ, კვაზი-ექსპერიმენტულ ბლოკირების პროცესს წარმოადგენს გენეტიკური შესაბამისობის ხელსაწყოს გამოყენებით, რომელიც მიზნად ისახავს ერთობის დონის ინტერვენციისთვის შემთხვევითობის პირობების ხელახალ შექმნას. მისი არგუმენტით, ეს მეთოდი უკეთ წარმოაჩენს შემთხვევითი საკონტროლო კვლევის პირობებს ინდივიდუალურ დონეზე შესაბამისობის გამოყენებასთან შედარებით.

დასთინ გილბრეთი არის CRRC-საქართველოს კვლევების დირექტორის მოადგილე. მისი ნაშრომი ფოკუსირდება ექსპერიმენტულ და კვაზი-ექსპერიმენტულ კვლევის დიზაინზე ზეგავლენის შეფასებისა და პოლიტიკის ინტერვენციების ტესტირებისთვის.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები