პროგრამების დირექტორი

ქრისტინა ვაჭარაძე CRRC-საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად მან მუშაობა პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე დაიწყო, 2009 წლიდან კი პროგრამების დირექტორი გახდა. ქრისტინა ხელმძღვანელობას უწევს სხვადასხვა კვლევით პროექტებს. ასევე, მონაწილეობას იღებს კითხვარის შედგენაში, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების ანალიზში. ქრისტინას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი დასავლეთ ევროპის ენებსა და ლიტერატურაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უნგრეთი). CRRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა სოროსის ფონდში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამაში; სამოქალაქო განათლების პროგრამაში; კვლევით პროექტში. ასევე ასწავლიდა ახალ სკოლაში.